სამოქალაქო 16 წლის გოგონამ 43 წლის საყვარელი გაგუდა 2014, 23 იანვარი, 20:49 არასრულწლოვანმა ამერიკელმა გოგონამ წამებით სიკვდილამდე მიიყვანა თავის 43 წლის საყვარელი სადისტური სექსუალური თამაშის დროს.16 წლის მაცხოვრებელი ქალაქ გრეინდეილიდან(შტატი არიზონა)დაკავებულია.ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულში, ამიტომ მას გაასამართლებენ როგორც ზრდასრულს.ჯესიკა ბერლიუს ემუქრება ხანგრძლივი პატიმრობა, პოლიციის განცხადებით გოგონამ თავის პარტნიორი ჯეისონ ეში ელექტროსადენის მავთულით გაგუდა, როდესაც მამაკაცი გარდაიცვალა, მას შემდეგ ჯესიკამ იგი სამართებლით დასერა.დაკითხვის დროს გოგონამ აღიარა, რომ როდესაც მამაკაცმა გრძნობა დაკარგა, მან სტრესი განიცადა და სამართებლის მეშვეობით სურდა მისი გრძნობაზე მოყვანა.მამაკაცმა რეაგირება არ მოახდინა, იგი კი განაგრძობდა დასერვას. გოგონამ აგრეთვე აღიარა, რომ ყოველთვის, საყვარელთან სასიყვარულო თამაშებს მცირე სისასტიკის ელემენტები ახლდა.მკვლელობა გოგონამ პირველ რიგში დედას აცნობა, ქალმა დაადასტურა, რომ აღმოაჩინა საკუთარ სახლში მამაკაცის გვამი, ჩაცმული, მხოლოდ შარვალი ჰქონდა გახსნილი.დედა ამის შემდეგ გავიდა მეზობელთან და დარეკა 911-ზე.მოგვიანებით დამნაშავის დედამ ადგილობრივ ტელეარხზე განაცხადა, რომ გოგონა აუტიზმით და შეზოფრენიითაა ავად. 598 9-ს მოსწონს
|