x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
ალტერნატიული ირანი


ირანი-პირველივე, რასაც წარმოვიდგენთ:ქვეყანა სადაც ქალები დადიან ჩადრებით, აკრძალულია ყველგან ყველაფერი, ალკოჰოლი, დასავლური მუსიკა, მეძავები არ არიან....ესაა გავრცელებული სტეროტიპი, თუმცა...ფოტოგრაფი ჰოსეინ ფატემი გიჩვენებთ რა იმალება სინამდვილეში ამ "აკრძალვების" უკან ამ ქვეყანაში და დაგანახებთ ყოველდღიური ცხოვრების რეალობას.image 1-ქალთა სილამაზის სალონი, სადაც მამაკაცებს ეკრძალებათ შესვლა.image 2-გოგონები და ბიჭები ერთობიან, ირანული კანონის თანახმად ეს აკრძალულია, თუმცა სახლებში ახალგაზრდები ამ კანონს იგნორირებას უკეთებენ.image 3-ირანში როკ-მუსიკაც აკრძალულია, თუმცა დახურულ იატაკქვეშა კლუბებში მაინც უკრავენ(ფრედი მერკურიც კი, რომელიც წარმოშობით ირანელი იყო, იმის მაგივრად, რომ ეამაყათ ირანელებს, კარგა ხანი აკრძალული იყო.)image 4-გოგონა სპორტულ ტრენაჟორზე, დარბაზი მხოლოდ ქალებისთვისაა.image 5-გოგონები ბილიარდს თამაშობენ, კანონით მხოლოდ მამაკაცები დაიშვებიან მაგრამ.....image 6-გოგონები ჩილიმს ეწევიან, საზოგადოებრივ ადგილში ესეც აკრძალულია.image 7-როგორც ვთქვით როკ-მუსიკა აკრძალულია, თუმცა ეს ბიჭები მაინც რისკავენ.image 8-გოგონები სიგარეტს ეწევიან თავიანთი სახლის აივანზე, ჩადრის და დაფარული კაბის გარეშე.image 9-გამყიდველი და მყიდველი ევროპული საცვლების კატალოგს ათვალიერებენ, იქვე მეორე გოგონა ბიუსტჰალტერს ისინჯავს.image 10-ელია, ირანელი მხატვარი, სვამს ალკოჰოლს საკუთარ სახლში.image 11-ორი დაქალი კარგად გატარებული საღამოს შემდეგ...image 12-შერვინი თავის ძაღლთან ერთად საკუთარ სახლში.ისლამის კანონის თანახმად, ძაღლი ბინძურ ცხოველად ითვლება და მათი ყოლა აკრძალულია, ამიტომ ბევრ ირანელს ცხოველი სახლში ყავთ დამწყვდეული, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მათ ჩამოართმევს და დააჯარიმებს კიდეც.image 13-ირანელი მოდელი საჰარი ფოტოსესიაზე.image 14-თეირანის ხედი მილადის ანძიდან.

7
153
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
153
  
2014, 23 იანვარი, 11:37
გადასახებიბის და იმის მიხედვით რომ ადამიანს თავის რჩენა უფრო იფად შეეძლო ნადვილად ის წყობა სჯობდა,ახლანდელ გაზებს სპეციალურ სუნსაც არ უმატებენ საკმარისად ძვირი ჯდებაო და სანამ ფორთხვით არ მივა კაცი ვინტილთან რომ არ გაგუდოს მანამ ვერ ხვდება რომ გაზი აპარებს
2014, 23 იანვარი, 11:29
გაზი 1978 წლამდე მაქედან შემოდიოდა,შემდეგ შეწყვიტეს რევოლუციის შემდეგ,ირანული გაზი ბევრად პროდუქტიული იყო ვიდრე რუსული..ანუ რომ აგიხსნა..ვთქვათ სავსე ჩაიდანი ახლა თუ 15 წუთში დუღდება..ირანულ გაზზე 7-8 წუთში ადუღდებოდა.......ისევ ირანული გაზი რომ გვქონდეს...გაზის გადასახადი იმის ნახევარი მოვა
2014, 23 იანვარი, 11:21
ეგ კი ბენზინი ჩვენს თახაზე 15 თეთრი ღირს,გაზი როგორც კომუნისტების დროს იყო წლიური გადასახადი აქვთ ისიც მიზერული,ხელფასები მაღალი,კომფორტი მაგრამ თანხა მხოლოდ მატერიალურზე ეხარჯებათ გასართობი არაფერიაო,არც კინო,არც კლუბი,არც კაფე,ინფერნეტის უმეტესი მისამარტები დაბლოკილი,სკაიპიც არაა,სასმელი არა,კარტის თამაში არა
თავად ტირიან თავიან თAვს მაგრამ ხმას ვერ იმაღლებენ ეშინიაD შარიათის კანონების
2014, 23 იანვარი, 11:18
თუმცა ცხოვრების დონით ჩვენზე მარლა დგანან.....რაც შეეხება ჩაყუმებულ ისლამურ აკრძალვებს...ძალიან პროგრესული მეფე ჰყავდათ....სულ სხვაგვარი იყო ცხოვრება მანდ 1978 წლამდე..მერე მოხდა რევოლუცია და ჩაყუმდნენ..თავიანთ თავს დააბრალონ
2014, 23 იანვარი, 11:06
ჩემი ქმარი იყო 1 კვირით მივლინებით ირანში და გაოცებული კი არა გაოგნებული ჩამოვიდა,ისეთი რამეები მოყვა,შემეცოდა ხალხი:(
2014, 23 იანვარი, 4:19
ძალიან საინტერესოა:)
0 1 7