x
image
ნატო ახრახაძე
ფიქრები.

იაგუნდად დამხვევია ფიქრები,

სად ვეძებო სიყვარული პირველი?

დამეკარგა, გამიფრინდა, წავიდა,

რით დავიწყო, რით დავიწყო თავიდან?

მოლოდინში ეს ცხოვრებაც გავიდა,

წლები ჩუმად, შეუმჩნევლად გაფრინდა,

წარსულს დარჩა ყველა მოსაგონარი,

მომავალი უტყვია და მსტოვარი.

გზა აბნეულს სადღაც შემომაღამდა,

უაზრობა არა და არ დამთავრდა!

ამ ღამეში მრჩევნია დარჩენა,

ხვალ თუ ისევ ეს ცხოვრება დამჩემდა.

დღეს ასეთი ამრევია ფიქრები,

ხვალ არ ვიცი, რანაირად ვიქნები,

ღმერთო ჩემო! მონად გადავიქცევი,

თუ ოდესმე სიყვარულს ვეღირსები.

0
10
5-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0