x
image
ნატო ახრახაძე
საყვარელო "ინნა"

ჩემი დღეები მუდამ ავდრობენ,

მზიანი დარი სულ ცოტა მქონდა,

მაგრამ ქუხილშიც, ჭექა-ქუხილში,

მე ჩემი სითბო სულ თან დამქონდა.

მზე ღრუბლებიდან თავს ვერ იძვრენდა,

მაშინ მე როცა ძლიერ მციოდა,

ჩემი გარემოს სუსხი და ყინვა,

თურმე სიცივის ნაცვლად მტკიოდა.

ცივმა ტკივილმა წლებთან იარა,

ვერა და ვერა, ვერ გადიარა,

სულ ჩემთან ერთად მოდის და მოდის,

მაგრამ ცხოვრება მაინც გამომდის.

არ ვიჩოქები, არ ვიქლეთ მუხლებს,

ყოველდღე ვებრძვი ცივ ტკივილს, ელევს,

მადლობა უფალს!მისი მადლია,

სნეულს საკვნესად რომ არ მცალია.

0
8
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0