"იუთუბის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა გადაწყვიტა, ერთ ვიდეოში გაეერთიანებინა 5 ყველაზე მისტიკური სიგნალი, რომელიც კაცობრიობას თავისი ისტორიის განმავლობაში მიუღია.
"უვბ 76" - მოკლეტალღური რუსული რადიო სადგურია, რომლის მორიგე ოპერატორი, რადიოგრამებს "ფონეტიკური ანბანის" ე.წ. "მონოლითების" მეშვეობით ავრცელებს. რადიო სადგური 1980-იანი წლებიდან 2010 წლის სექტემბრამდე ფუნქციონირებდა.
the bloop - დაბალი სიხშირის ხმა, რომელიც რამოდენჯერმე დააფიქსირა ოკეანის და ატმოსფერული კვლევების ნაციონალურმა სამმართველომ. ხმები 1997 წლის ზაფხულშია ჩაწერილი. სამმართველოს ოფიციალური განცხადების თანახმად, უცნაური ხმის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.
ტერმინი "ბგერითი ანომალიები" ზოგად სახელს წარმოადგენს ხმებისთვის, რომელთა აღქმა ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია. მსგავსი ანომალიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაფიქსირდა. ზოგიერთ შემთხვევაში დაბალი ხმის წყაროს იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში იგი უცნობი დარჩა.
"საიდუმლო გასროლები" - საუკუნეების განმავლობაში აგდებდა ადამიანებს საგონებელში. მისტიკური ხმები, რომელიც ერთი შეხედვით, ყუმბარის გასროლას გავს, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეშია "შემჩნეული". უკანასკნელი ფაქტი ტორონტოში დაფიქსირდა.
52 ჰერციანი ვეშაპი - უნიკალური ძუძუმწოვარია, რომელიც უფრო მაღალ სიხშირეზე გამოსცემს ბგერებს, ვიდრე ეს სხვა ვეშაპებს შეუძლიათ. სწორედ საკუთარი უნიკალურობის გამო მას "მარტოხელა ვეშაპი" ეწოდა.