სხვა სპეცოპერაციები ბათუმის და გონიოს საროსკიპოებში 2013, 15 ნოემბერი, 11:16
როგორც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტებზე მყოფი ზოგიერთი პირი მოწმის სახით დაიკითხება, ხოლო პირები, რომლებმაც პროსტიტუციისთვის ფართი გასცეს, უმკაცრესად დაისჯებიან. თელიას განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლას. სამართალდამცველების მუშაობის პროცესის გადაღების საშუალება ტელევიზიებსაც ჰქონდათ. 168 5-ს მოსწონს
|