ტექნიკური "მფრინავი" ამანათები - ინოვაციური სერვისი "ამაზონისგან" 2013, 2 დეკემბერი, 13:21 ინტერნეტმაღაზია "ამაზონმა" მომხმარებლებს ახალი ინოვაციური სერვისი შესთავაზა. სერვისი Prime Air-ი მომხმარებლებს შეკვეთილ ნივთს 30 წუთში მიუტანს. პატარა მფრინავი მოწყობილობა 3 კილოგრამამდე ნივთის გადასატანადაა შექმნილი და შეკვეთის ცენტრიდან 16 კილომეტრის რადიუსში შეუძლია "გადააფრინოს" სასურველი ამანათი. სერვისის გამოყენება 2015 წლიდან იქნება შესაძლებელი. 183 4-ს მოსწონს
|