x
image
ნატო ახრახაძე
ბედი ბედია.

ბედის მორჩილად თვით ღმერთმა შეგქვმნა,

მასთან ჭიდილის არ მოგვცა ნება,

ბედი ბედია, თავად გვეწვევა,

იმას აგვიხდენს რაც დაგვეწერა.

არც გამოგიკლებს, არც ჩაგიმატებს,

სიზუსტის დაცვა მისი წესია,

ბედი ბედია, არ შეებრძოლო,

რომ შეეგუო უკეთესია!

მხოლოდ ეცადე, არ დაგაჩოქოს,

ძალა აჩვენე გასაკვირველი,

იმით აჯობებ, თუ არ გაგტეხავს,

მის მწარე ხვედრსაც თუ გაუძელი.

ბედი ბედია და თავად ბედობს,

ბედის ბედობა ყველას ეწევა,

ვერავინ ვერსად დაემალება,

სადაც არ ელი იქ მოგეწევა.

3
75
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
75
  
2014, 30 იანვარი, 13:15
ჩემო კარგო ღმერთი ყველგან და ყველაფერშია.მე ყოველთვის ვგრძნობ მის სიახლოვეს.რაც მაძლიერებს და ვძლებ ცხოვრების სირთულეს მარტივი ცხოვრება არ არსებობს მთავარია რწმენით იდგე დედამიწაზე მყარად.
2014, 28 იანვარი, 2:29
ღმერთმა არცევანი მოგვცა და არა ბედი. ლექსი კარგია ნამდვილად და ვიგრდზენი რისი ტქმაც გსურთ
2014, 28 იანვარი, 2:28
დიდი მოკრძალებით ვიტყოდი რომ ბედი და ღმერთი ერთად არ არსებოს, ბედი საერთოდ გამორიცხავს ღმერთის არსებობას.
0 1 3