საზოგადოება დაღუპული ბავშვის გვამი გაქრა - საფლავი ცარიელია 2014, 20 იანვარი, 16:33 უცნაური შემთხვევა მოხდა გერმანიის ქალაქ ჰერნეში, მარიენის საავადმყოფოში გარდაცვლილი ჩვილის გვამი უკვალოდ გაქრა. ახალგაზრდა ბერძენი გოგონა ნინა და მისი თურქი შეყვარებული აკბეი დიდი სიხარულით ელოდნენ მათი პირველი შვილის დაბადებას.8 იანვარს იგი ნაადრევად, 6 თვისა მოევლინა სამყაროს.მისი წონა მხოლოდ და მხოლოდ 420 გრამი იყო და ერთი კვირის თავზე მძიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.მას შემდეგ, რაც მშობლები გამოემშვიდობნენ გარდაცვლილ გოგონას, ეს უკანასკნელი გასულ სამშაბათს ამავე საავადმყოფოს მორგში გადაასვენეს, თუმცა პარასკევს, პატარა გოგონას დაკრძალვის დღეს, მისი გვამი იქ აღარ დახვდათ.საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, დაუდგენელია, როგორ მოხდა, რომ გვამი გაქრა.საცავში შეღწევა მხოლოდ მომსახურე პერსონალისთვისაა შესაძლებელი.ამჟამად საქმეს პროკურატურა იძიებს. გარდაცვლილი გოგონა გერმანიის ქალაქ ვუპერტალში უნდა დაეკრძალათ.ამისათვის საფლავიც კი მზად იყო, მაგრამ იგი ამ დრომდე ცარიელი რჩება.ჩვილის მშობლები და ნათესავები გაოგნებული და შოკირებულნი არიან.ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ამბობს:“აუტანელია ეს გაურკვევლობა.მშობლებმა უნდა იცოდნენ სად არის მათი შვილი და ჰქონდეთ მოსაგონარი, სატირალი ადგილი." 137 6-ს მოსწონს
|