ცნობილი მოღერლის ოჯახმა დაადასტურა, რომ ჟანა ფრისკე კიბოთია დაავადებული, თუმცა კომენტარებისგან თავი შეიკავა.იუწყება ИТАР-ТАСС-ი.
"ის, რომ მრავალი თვის განმავლობაში ეს საკითხი მხოლოდ ჩვენი ოჯახის საქმე იყო, სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ საერთო საზოგადოებრივი განხილვის თემა გახდა. ამავე დროს, ჩვენ გვინდა, რომ შეწყდეს ნებისმიერი სპეკულაცია და ვთვლით, რომ თაყვანისცემლებს და იმ ხალხს, ვინც გულგრილი არაა ჟანას მიმართ უფლება აქვთ იცოდენ სიმართლე. ჩვენს ოჯახს დაეცა მწარე გამოცდა. ჟანას კიბო აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, დაგვიჭიროთ მხარი თბილი სიტყვებით და ლოცვით "-აუწყა საზოგადოებას ჟანას ქმრის სიტყვები მათმა პრეს-მდივანმა ალისა აშიკამ. როგორც ცნობილია პირველად 15 იანვარს გაჟონა ინფორმაციამ მომღერლის ავადმყოფობის შესახებ, თავიდან ოჯახი კატეგორიულად უარყოფდა ჟანას ავადმყოფობას.იგივე ალისა აშინამ მაშინ განაცხადა, რომ "ჟანა მაიამიში ისვენებს ოჯახთან ერთად და თავს მშვენივრად გრძნობს, ახლა ალბათ სძინავს"....თუმცა ყველაფერი სიმართლე ყოფილა, 15 იანვარს საოცრად შეცვლილი საკაცეზე მწოლიარე ჟანა 'შერმეტიოვოს" აეროპორტში შეამჩნიეს. 39 წლის მომღერალი გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ.შარშან აპრილში მას შეეძინა ვაჟი-პლატონი.