x
image
ნატო ახრახაძე
ქართველ მოცეკვავე ქალს.

აშოლტილ ტანზე ყელს რომ იღერებ,

და სიამაყით მზეს რომ ედრები,

ტანო ტატანო რომ დაგიწერო,

მაშინ ბესიკის დავესესხები.

თუ ოცნებობდა შოთა თამარზე,

გალაკტიონი ეტრფოდა მერის,

შენც ხომ მათი ხარ შთამომავალი,

მაგ სილამაზე შენც რა რიგ გშვენის.

ქართულ სხეულში ქართული მადლი,

როკვა ქარგული ქართული ვნებით,

შენში ყოველი არის კაზმული,

თვით ჩასახული ხვთიური ნებით.

შენში ყოველი არის მორთული,

როგორც მაისში ვარდის მშვენება,

შენში ჯიშია ქართველი ქალის,

რომელმაც შექმნა მშვენიერება.

შენში ნიჭია იმ დიდი გრძნობის,

რომლის ეშხითაც უნდა ილხინო,

შენ ის ლეკვი ხარ ალგეთს გაზრდილი,

რომელსაც ზრდიდა თვით დიდი ნინო.

0
33
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0