საბუნებისმეტყველო 12 განსაცვიფრებელი ყინულის სასწაული ბუნებაში 2014, 19 იანვარი, 22:01 1. ცისფერი მდინარე.
გრენლანდიაში მდებარე ეს ულამაზესი ადგილი ნამდვილი სამოთხეა ბუნების მოყვარულებისათვის.პეტერმანის მყინვარი დნობის დროს ავსებს მის ქვემოთ მდებარე დაბლობს კრისტალურად სუფთა წყლით. ეს მოვლენა სეზონურია და მდინარე ფორმას ხშირად იცვლის ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად. მკვეთრი ლურჯი ფერი სწორედ მყინვარებიდან წარმოშობილი ნაკადულებისთვისაა დამახასიათებელი.
2. ყინულოვანი ჩანჩქერები. შპიცბერგენი, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "ცივ სანაპიროს", წარმოადგენს არქტიკის არქიპელაგს და მდებარეობს ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. მიუხედავად პოლუსთან სიახლოვისა, გოლფსტრიმის დინების გავლენით ეს ადგილი საცხოვრებლად გასაძლის პირობებს ქმნის. პრინციპში ის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებული რეგიონია. შპიცბერგენის კუნძულების 60% დაფარულია მყინვარებით, რომელთაგან ბევრი პირდაპირ ოკეანეში ეშვება. 20 მეტრი სიმაღლის ყინულოვანი ნაპირები ბევრგან გადაკვეთილია საოცრად ლამაზი ჩანჩქერებით. ეს ჩანჩქერები მხოლოდ წელიწადის შეადრებით თბილ თვეებში შეიძლება ვიხილოთ. ზამთარში ისინი იყინებიან. 3.კრისტალური გამოქვაბულები. უამრავი ასეთი გამოქვაბული მდებარეობს ისლანდიაში. გამოქვაბულები მყინვარის სიღრმეში შემდეგნაირად წარმოშობა:მყინვარის დნობის შედეგად წამოსული წყალი წვიმასთან ერთად მყინვარის ბზარებში შედის და მის სიღრმეში დროთა განმავლობაში გამოქვაბულებს ქმნის. 4.მყინვარი ბრიკსდალი. მყინვარი ბრიკსდალი -ტურისტების საყვარელი ადგილია ნორვეგიაში და ის მდებარეობს იოსტელდალსბრინის ეროვნულ ნაკრძალში. 5. ბერსდეის კანიონი. ბერსდეის კანიონი, რომელიც ნადნობი წყლის მიერ წარმოიშვა, 45 მეტრი სიღრმისაა. ის მდებარეობს გრენლანდიაში. 6.მყინვარი "სპილოს ფეხი". არქტიკული მყინვარი "სპილოს ფეხი" ნაპოვნი იქნა ჩრდილო გრენლანდიაში. 7.გაყინული ტალღა. ეს უნიკალური გაყინული ტალღა მდებარეობს ანტარქტიდაში. ის აღმოჩენილი იქნა 2007 წელს. 8.ზოლებიანი აისბერგი. ყველაზე ხშირად აისბერგებს აქვთ ლურჯი და ცისფერი ზოლები, მაგრამ იშვიათად გვხვდება ყავისფერი ზოლებითაც. ეს მოვლენა ხშირია სამხრეთ ოკეანეებში. 9.ყინულოვანი კოშკები. ასობით ყინულოვანი კოშკი შეიძლება ვნახოთ ვულკან ერებუსის მწვერვალზე, რომელიც ანტარქტიდაში მდებარეობს. 10.ფენგი-გაყინული ჩანჩქერი. ფენგი-ჩანჩქერია, რომელიც კოლორადოს შტატში მდინარე ვეილზე მდებარეობს. ის იყინება მხოლოდ ძალიან მკაცრი და ცივი ზამთრის დროს. 11.პენიტენტესი. პენიტენტესი-ეს გასაოცარი ყინულოვანი ეკლებია, რომლებიც დამახასიათებელია ანდების მთების მყინვარებისათვის. ეკლების სიმაღლე რამოდენიმე სანტიმეტრიდან 5 მეტრამდე მერყეობს. 12.კუნგურის ყინულოვანი გამოქვაბული. რუსეთში მდებარე ეს გამოქვაბული -მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და გასაოცარი სილამაზის გამოქვაბულია.ის მდებარეობს ქალაქ კუნგურში პერმის ოლქში. ითვლება, რომ გამოქვაბული 10 000 წელზე მეტი ხნისაა. 476 15-ს მოსწონს |
არ მომიწია შრომამ.
საინტერესო სტატიაა.