x
image
ნატო ახრახაძე
სიბრძნე შუაზე გაკვეთილია.

რამდენჯერ უნდა შევწიროთ პაატა?

რამდენჯერ უნდა მოვკლათ ილია?

ეს მერამდენეთ, ეს მერამდენეთ,

ეს გზა რამდენჯერ გამოგვივლია.

მაინც გვეშლება, მაინც ვერ ვაგნებთ,

სწორი სავალი მაინც გვერევა,

ნუთუ იგივე, ნუთუ იგივე,

იგივე ჭირი აღარ გველევა?!

უკვე რამდენჯერ, უკვე რამდენჯერ,

შურით, ღალატით დაგვიტირია,

უკვე რამდენჯერ, უკვე რამდენჯერ,

სამშობლო ჩვენი გაგვიყიდია.

ო ღმერთო ჩემო, რა სირცხვილია,

ო ღმერთო ჩემო, რა ტკივილია,

ო ღმერთო ჩემო, რა გვეშველება?

სულ ვაშენებთ და თავზე გვენგრევა!

ნუთუ სურამის ციხის დარია,

ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა?

მის ნანგრევებში ნუთუ კვალია,

სენის, რომელიც არ გაგვეყარა?!

ბრძენი არისო ქართველი კაცი,

ვაი, ამ სიბრძნეს ორად გაკვეთილს,

სიბრძნე კეთილი, სიბრძნე ბოროტი,

ეს გაყოფილი სიბრძნე არ გვყოფნის!

ამიტომ ბევრჯერ შევწირავთ პაატას,

ამიტომ ბევრჯერ მოვკლავთ ილიას,

რადგან დიდება ქართველი ერის

სიბრძნე, შუაზე გაკვეთილია.

4
12
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
12
  
2014, 17 მარტი, 18:16
მე მომწონს და სხვისი აზრი არ მაინტერესებს.
2014, 19 იანვარი, 22:22
მადლობა ჩემო კარგო.
2014, 19 იანვარი, 21:26
მომწონს
0 1 4