x
image
ნატო ახრახაძე
რომ სიყვარული თვით არის ღმერთი.

თუ გავიკაფე გზა მომავლისკენ,

მაშინ შენ მტერო ვერას დამაკლებ!

თუ სიყვარული წინ წამიძღვება,

გულში ოცნების ტაძარს ავაგებ.

უსიყვარულოდ ამ ცხოვრებაში,

კაცი მე ობლად ამომიცვნია,

უსიყვარულოდ ჩემში სიცოცხლე,

ერთი წუთითაც არ შემიცვნია.

უსიყვარულოდ არ ღირს ცხოვრება,

სიყვარულს ადევს სიცოცხლის ფერი,

და თუ სიყვარულს არ ეზიარე,

მაშინ ამ ქვეყნად ხარ არაფერი!

ყველამ ისმინეთ ჩემი ვედრება!

ყველამ იცოდეთ ეს ერთად ერთი!

რომ სიყვარული არის მშვიდობა!

რომ სიყვარული თვით არის ღმერთი.

6
46
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
46
  
2014, 28 სექტემბერი, 18:44
კარგია
2014, 17 მარტი, 18:15
გაუგებარია აქ ანლაიქს რატომ დებენ...
2014, 19 იანვარი, 20:12
მეორეც ავტვირთე და ნელ-ნელა დავდებ ხოლმე სხებსაც აუცილებლად.
2014, 19 იანვარი, 20:04
ძალიან ყოჩაღ კიდევ გაქვს ლექსები?დადე
2014, 19 იანვარი, 20:00
კი 1989წელს დავწერე ეს ლექსი და მიხარია თუ მოგეწონათ.
2014, 19 იანვარი, 19:47
ძალიან მომეწონა შენ დაწერე?
0 1 6