x
image
მანჩო 777
აშშ-ში ორი პატარა ბავშვი ეგზორციზმის მსხვერპლი გახდა
image
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატში, ორი ქალი დაკავებული იქნა მკვლელობის ბრალდებით, -აცხადებს Associated Press.

თვითონ ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ ჩაიდინეს არა მკვლელობა, არამედ "ეშმაკის განდევნის რიტუალი". ეგზორციზმის მსხვერპლი გახდა ორი ბავშვი- 2 და 1 წლის.

პოლიციის თანამშრომლების თქმით, ბავშვები გარდაიცვალნენ დანით მიყენებული უამრავი ჭრილობის გამო.

გარდა ამისა, ქალებს ბრალდებად წაუყენეს მსხვერპლის დებსა და ძმებზე თავდასხმა, თუმცა საბედნიეროდ, ისინი მოძალადეებს გადაურჩნენ.


ერთ-ერთი ბრალდებული მსხვერპლის დედაა. პოლიციელების მისვლის დროს ის გაქცევას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა და დაკავებულ იქნა.

დაკავებულებს წაუყენეს წინასწარგანზრახული პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდება, თუმცა ისინი კატეგორიულად უარყოფენ დანაშაულს.

10
148
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
148
  
2014, 19 იანვარი, 19:34
ეგზორციზმი მანჩო ხო იცი რა არი?ეშმაკი რომ ჩაუსახლდება ადამიანს და ღმერთმა დაიფაროს ყველა,ეგ რო დაგემართება ის გმართავს,შენ კი ვერც იაზრებ რას ჩადიხარ.
2014, 19 იანვარი, 19:32
ფანატიკოსები არიან ასეთი ადამიანები:(
2014, 19 იანვარი, 19:13
ეგზორციზმის მსხვერპლი ბავშვები კიარა თითონ ეს ქალები ყოფილან.შეუძლებელია საღ გონებაზე მყოფმა ადამიანი ასეთი პატარები მოკლა თან დანით დაჩეხო.
2014, 19 იანვარი, 19:11
არ ვიცი მე ცრემლს რომ ვხედავ ჩემი შვილის თვალზე ის მიკლავს გულს ცემა ხომ ეს საშინელებაა და რაც აქ წავიკითზე შემზარავი
2014, 19 იანვარი, 19:09
ნეტა ასე როგორ უნდა გადაუბრუნდეს ტვინი ქალს, რომ ეგ გააკეთოს?:::::::::(
2014, 19 იანვარი, 19:06
გული შემეკუმშა 1 წლის ბავშვს დანა კი არა როგორ უნდა დაუყვირო არ მესმის
საბრალო ბავშვები ასეთი უჯიშო მშობლების ხელში
2014, 19 იანვარი, 12:53
არადა რომ კითხო, სატანას ებრძოდნენ ამ რიტუალით:(
2014, 19 იანვარი, 12:41
სატანები...
2014, 19 იანვარი, 12:40
არც არაფერი....რელიგია თუ ცრურწმენა-არ ვიცი, რა დავარქვა ამას:(
2014, 19 იანვარი, 12:23
:((( საწყალი ბავშვები რა დააშავეს...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10