სხვა ადამიანის ფსიქოლოგია ფეხსაცმლის მიხედვით - მაჩვენე ფეხსაცმლის ლანჩა 2014, 17 იანვარი, 16:26 ცნობილია, რომ ყოველ ადამიანს სიარულის თავისებური მანერა აქვს, რომლის შეცვლა თითქმის შეუძლებელია. ამ მოძრაობებს მართავს თავის ტვინის შესაბამისი ნაწილი, რომელშიც ანალიზატორი არ მონაწ-ილეობს... კონკრეტული ადამიანის ფსიქიკის ინდივიდუალური თვისებები ზეგავლენას ახდენს სიარულის მანერაზე. თუკი ცნობიერება ჩართულია, მაშინ იგი ფეხის მოძრაობას გააკონტროლებს (ფრთხილად, ჩქარა). მაგრამ ეს კონტროლი ხან-მოკლეა და მერე სიარული კვლავ ავტომატური ხდება. სწორედ ეს ავტომატიზმი არის პიროვნების ლაკმუსის ქაღალდი. გამოცდილი ფსიქოლოგი ზუსტად გაარკვევს, თუ რას წარმოადგენს ყოვ-ელი ჩვენგანი გარეგნობის, მეტყველების, მიმიკის, ჟესტებისა და განსაკ-უთრებით, სიარულის მანერის მიხედვით. ეს უკანასკნელი კი ყველაზე კარგად ფეხსაცმელზე აისხება, ანუ როგორ ცვდება ფეხსაცმლის ლანჩა. შვეიცარიელი პროფესორი კარგა ხანს სწავლობდა შესაკეთებლად მოტ- ანილ ფეხსაცმელებს და პარალელურად აკვირდებოდა კლიენტებს. თავის მეთოდს მეცნიერმა "სკარპოლოგია" უწოდა. აი, რა დაადგინა მეცნიერმა: – ქუსლი თუ ერთნაირად არის გაცვეთილი, მისი პატრონი ენერ- გიული და გაწონასწორებული ადამიანია. – თუ ქუსლი გარეთა მხრიდან არის გაცვეთილი, მისი პატრონი პირდაპირი და გაბედულია, რომელიც ნებისმიერ გარემოში ადვილად ერკვევა. – შიდა მხრიდან გაცვეთილი ლანჩა ხშირად ფიზიკურად სუსტ ადამინებს აქვთ, სამაგიეროდ, ისინი ნიჭით გამოირჩევიან. ასეთი ადამ-იანი თავისი აზრებით არის გართული და სხვას ყურადღებას არ აქცევს. – ცერის ქვეშ გახვრეტილი ლანჩა მტკიცე ხასიეთის მიმანიშნებელ-ია. ასეთი ფეხსაცმლის პატრონი კონკრეტულ მიზანს ისახავს და მისი შესრულებისთვის ყველა დაბრკოლებას გადალახავს. იგი ძალზე მკაცრია ირგვლივ მყოფთათვის. – ფეხსაცმლის ლანჩა თუ შუაში და ქუსლის შიგნითა მხარეს გაცვ-და, მის პატრონს დამყოლი ხასიათი აქვს, ადვილად ხვდება სხვისი გავ-ლენის ქვეშ, ითვალისწინებს სხვის რჩევებს და კეთილისმსურველია. – ფეხსაცმლის ძირის ცხვირი და ქუსლი გარედან თუ გაცვდა, მისი პატრონი სკეპტიკოსი და მეოცნებეა, მოწესრიგებული და რიგითი მუშაკია, იგი უპრობლემოდ ცხოვრობს და არ სურს არავითარი პასუხის-მგებლობა. სკარპოლოგიის მეშვეობით ადვილად შეიცნობთ უცნობ ადამიანს. იგი დაგეხმარებათ თქვენი "რჩეულის" პოვნაში, რადგან ყველა ცდილ- ობს, რომ თავი ძალზე დიდებულად წარმოაჩინოს და დაფაროს უარ- ყოფითი მხარეები. 264 7-ს მოსწონს
|