საზოგადოება მილიონ დოლარად ღირებული შიშველი სხეულის ფოტო 2014, 15 იანვარი, 18:54
ემპაირ სტეიტ ბილდინგის ადმინისტრაციამ ფოტოგრაფს სასამართლოში უჩივლა და მისი ერთი მილიონი დოლარით დაჯარიმება მოითხოვა, მიზეზად კი დაასახელა ბიზნესის დაზარალება და შენობის, როგორც უსაფრთხო და ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილის, რეპუტაციის შელახვა.ფოტოს გადაღების მომენტში მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად იყო ხალხი და მათ შორის ბავშვები.ემპაირ სტეიტ ბილდინგის ადმინისტრაცია კი დამატებითი პერსონალის გამოყოფას აპირებს, რათა შემდგომში მსგავსი ინციდენტები თავიდან იქნეს აცილებული. რაც შეეხება თავად ფოტოგრაფს, აღნიშნულ ბრალდებას იგი არასერიოზულს უწოდებს.“მკერდი სახიფათოა?! მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო შენობის ადმინისტრაციას რეკლამისათვის, მაგრამ ბრალდება მართლაც სასაცილოა"-აცხადებს ჰენსონი. აღნიშნული ფოტო მხოლოდ ერთი დეტალია ამ ფოტოგრაფიის ფოტოსერიიდან.იგი შიშველ ქალბატონებს ქალაქის სხვადასხვა ადგილას უღებდა ფოტოებს.“ეს პროექტი უნდა ყოფილიყო როგორც “სოციალური ექსპერიმენტი"-ამბობს ჰენსონი.მან წაიკითხა კანონი, რომელიც პოლიციას არ აძლევდა უფლებას, ტანს ზემოთ შიშველი ქალების წინააღმდეგ რაიმე ღონისძიება გაეტარებინა და მან მხოლოდ ამის გამოცდა სცადა. 25 2-ს მოსწონს
|