x
image
მანჩო 777
ფრანგულად მომზადებული ღორის ხორცი კარტოფილით
image

ინგრედიენტები:

კარტოფილი-1 კგ

ღორის ხორცი-500 გრამი


ხახვი-2 ცალი

მაიონეზი-200 გრამი

ყველი-100 გრამი

მარილი, შავი წიწაკა, კამა-გემოვნებით


მომზადება:

ხორცი დავჭრათ თხელ ბრტყელ ნაჭრებად სისქით -1 სმ. ოდნავ დავბეგვოთ, მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და შავი წიწაკა.

image

კარტოფილი გავასუფთაოთ და დავჭრათ პატარა მომრგვალო წრეებად, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად.

ავიღოთ ცეცხლგამძლე მინის ფორმა და მასში მოვათავსოთ პროდუქტები შემდეგი თანმიმდევრობით: ფსკერზე მოვათავსოთ ხახვის მესამედი ნაწილი, მასზე მოვაწყოთ ხორცი, ვეცადოთ ფორმა მთლიანად შეავავსოთ ხორცის ნაჭრებით.

image

ხორცის ფენაზე მოვათავსოთ დარჩენილი ხახვი და მოვასხათ მაიონეზი. შემდეგ მოვაწყოთ კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვასხათისევ მაიონეზი და მოვათავსოთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 1 საათით.

image

გამოვიღოთ ჩვენი კერძი, მოვახეხოთ ყველი და ისევ შევდგათ ღუმელში 10 წუთით. მზა ხორცს მოვაყაროთ კამა და სუფრაზე მივიტანოთ ცხელ მდგომარეობაში.

მიირთვით გემრიელად!

image

2
1333
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1333
  
2014, 21 იანვარი, 17:34
კი, ჩვენებურ ოჯახურს წააგავს:)
2014, 21 იანვარი, 17:27
გემრიელი იქნება;P
0 1 2