კერძები ხორცისაგან ბულგარულ წიწაკასთან ერთად მოშუშული ღორის ხორცი 2013, 15 დეკემბერი, 22:02 ინგრედიენტები: 800 გრამი ნაკლებცხიმიანი ღორის ხორცი 2 თავი ხახვი 500 გრამი ბულგარული წითელი წიწაკა 800 გრამი კონსერვირებული პამიდორი მარილი და წიწაკა გემოვნებით 3 სუფრის კოვზი კარაქი მომზადება: ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად, ბულგარული წიწაკა-მოგრძო ნაჭრებად. სქელძირიანი ქვაბი დავდგათ ძლიერ ცეცხლზე, გავადნოთ მასში 3 სუფრის კოვზი კარაქი, ჩავყაროთ ხორცი და მოვშუშოთ 3-4 წუთი. გადმოვიღოთ ხორცი თეფშზე, ხოლო ქვაბში ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი, დავუწიოთ ცეცხლს და ხახვი მოვშუშოთ კარგად. დავამატოთ წიწაკა და კიდევ ვშუშოთ 5 წუთი. ისევ ჩავუშვათ ქვაბში ნახევრად მომზადებული ხორცი, დავამატოთ კონსერვირებული პამიდორი თავის წვენთან ერთად, დავახუროთ ქვაბს თავი და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე ხორცის სრულ მზადყოფნამდე(40-45 წუთი). დავამატოთ მარილი და წიწაკა. სუფრაზე მივიტანოთ ცხელი კარტოფილის პიურესთან ერთად. მიირთვით გემრიელად! 169 10-ს მოსწონს |
მიყვარს ასეთი რამეები მითუმეტეს ბულგარული წიწაკა,