კერძები ხორცისაგან საინტერესო იდეა საუზმისათვის 2013, 30 სექტემბერი, 19:57 მინდა შემოგთავაზოთ იოლად მოსამზადებელი, გემრიელი და ნოყიერი საუზმის ორიგინალურად მომზადების ხერხი. ყველას კარგად გეხერხებათ მაკარონის და სოსისის მოხარშვა. ეს ყველაზე იოლია, რაც კი სამზარეულოში შეიძლება გააკეთოთ(კვერცხის შეწვის შემდეგ). მინდა გასწავლოთ, როგორ მოვხარშოთ ორიგინალურად ეს ორი პროდუქტი ერთად, რათა ლამაზიც იყოს და გემრიელიც. კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება 300 გრამი სოსისი და 200 გრამი მაკარონი(სპაგეტი). მაშ ასე, ავიღოთ სოსისი, დავჭრათ თოთოეული სამ ტოლ ნაწილად. თითოეულ ნაწილში გავუყაროთ მაკარონი რამოდენიმე ცალი, ასე გავამზადოთ ყველა მაკარონიანი სოსისი. გაზქურაზე მოზრდილი ქვაბით დავადგათ წყალი(ნახევარზე ცოტა ზემოთ რომ იყოს). როცა ადუღდება, ჩავაყაროთ ერთი ჩაის კოვზი მარილი, ჩავყაროთ შიგ ეს სპაგეტიანი სოსისი და ვადუღოთ 5-7 წუთი. მოხარშვის შემდეგ ამოვალაგოთ ქაფქირით ფართე თეფშზე და გემრიელად მივირთვათ. 1876 19-ს მოსწონს
|