საზოგადოება ეს საინტერესოა 2014, 10 იანვარი, 22:39 1.საბჭოთა კავშირში არსებობდა ოლიმპიური თამაშების საკუთარი ვერსია და მას ეწოდებოდა "სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადა". მასში მონაწილეობის მიღება ნებსმიერ მსურველს შეეძლო. ეს შეჯიბრებები ტარდებოდა 1956-1991 წლებში.
2. ამაზონის შემოგარენში ხარობს სოკოს ჯიში, რომელიც იკვებება მხოლოდ პლასტიკატით. ეს სოკო ძლებს უჟანგბადოდ და მისი გამოყენება შეიძლება ორგანული პროდუქტებით დაბინძურებული გარემოს გასასუფთავებლად. 3.2007 წელს ლონდონის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტილი იქნა იმის გამო, რომ პოლიციაში შევიდა სიგნალი, თითქოსდა აქ გამოყენებული იქნა ქიმიური იარაღი. დამნაშავე აღმოჩნდა ცხარე სოუსი, რომელსაც ტაილანდურ რესტორანში ამზადებდნენ. 4.მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბანანები რადიაქტიურია, რადგან ისინი შეიცავენ რადიაქტიურ ნივთიერებას კალიუმ-40. ბანანებით დატვირთულმა ვაგონმა შეიძლება გამოიწვიოს საგანგაშო სიგნალის ჩართვა, რომელიც დაყენებულია პორტებში საშიში ტვირთის გამოსავლენად. 5.ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ციხეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თვითმკვლელობა სცადა დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე. ის გადაარჩინეს, განკურნეს და მხოლოდ ამის შემდეგ აღასრულეს სასჯელი, თუმცა ერთი კვირის დაგვიანებით. 6.ჯეკ-პოტში გამარჯვებული ადამიანების 70% თავიანთ მოგებულ თანხას 5 წლის განმავლობაში ბოლომდე ხარჯავენ, არა აქვს მნიშვნელობა, მოიგეს მათ ერთი თუ ასი მილიონი დოლარი. 7."პოლარული ვარსკვლავი"-ეს სინამდვილეში ვარსკვლავთა ჯგუფია, რომლებიც მოძრაობენ ერთმანეთის ორბიტების ირგვლივ. 8.მეორე მსოფლიო ომის დროს ბილ ტუტმა გატეხა გერმანელების შიფრული მანქანის Lorenz-ის შიფრი. მან ეს მოახერხა მხოლოდ და მხოლოდ კალამის და ქაღალდის დახმარებით. ტუტს ეს მანქანა არასოდეს ენახა, მან გამოიყენა გესტაპოელების შეცდომა, რომლებმაც ერთი და იგივე დაშიფრული ტექსტი ორჯერ გააგზავნეს. ეს ეპიზოდი ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტელექტუალურ მიღწევად. 9.2006 წელს დევიდ კოპერფილდი და მისი ორი მეგობარი კინაღამ გაქურდეს ქუჩაში. დამნაშავეებმა მათ იარაღი დაუმიზნეს და ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. ცნობილმა ილუზიონისტმა გამოიყენა თავისი ნიჭი-გადმოაბრუნა ჯიბეები და მძარცველებს აჩვენა, რომ ისინი სრულად ცარიელი იყო, თუმცა სინამდვილეში ასე არ ყოფილა. შემდეგში კოპერფილდი ამ ამბავს ასე იხსენებდა: "ძარცვა პირიქით". 10.მექსიკაში პოპულარულ სუპ-რაგუს "პოსოლეს" თავდაპირველად ადამიანის ხორცისაგან აკეთებდნენ, შემდგომში ის შეცვალა ღორის ხორცმა, რადგან ის გემოთი ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანის ხორცს.(ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა..). 11.ზოგიერთი გამოკვლევების მიხედვით მშიერ მამაკაცებს სრული ტანის ქალები მოსწონთ. 12.ფილმ "ნათლიას" ეპიზოდში ცხენის თავთან დაკავშირებით ჯონ მარლის ყვირილი ძალიან ბუნებრივია და ემოციური. ეს იმიტომ, რომ რეპეტიციების დროს იყენებდნენ მულაჟს, რომელიც გადაღების დროს ნამდვილი ცხენის თავით შეცვალეს, რის შესახებაც მსახიობმა არაფერი იცოდა. 97 11-ს მოსწონს
|