სხვა წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ 2014, 7 იანვარი, 22:40 ბოლო დროს, საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა თურქული სერიალები თუ წიგნები. ბევრი ამ საკითხს ძალიან აგრესიულად უყურებს და გონიათ, რომ არ შეიძლება თურქი მწერალი სხვას ჯობდეს, ან თურქული სერიალი ბრაზილიურზე უკეთესი იყოს. მინდა ერთ ძალიან კარგ თურქ მწერალზე – ელიფ შაფაქზე გითხრათ. მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია "სტამბოლელი ნაბიჭვარი" და "სიყვარულის ორმოცი წესი". ამ უკანასკნელში მოთხრობილია კაცობრიობის სიყვარულის ორმოცი წესი. წიგნი რომანია, თუმცა უამრავ საინტერესო და განსხვავებულ პერსონაჟს ვაწყდებით. მათ შორისაა მუსლიმური სამყაროს შექსპირად აღიარებული ფილოსოფოსი - რუმი. გირჩევთ ეს წიგნი წაიკითხოთ, ისწავლით თუ როგორ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორ იყოთ კეთილები და შემწყნარებლები. გაიგებთ მოხეტიალე დავრიშების შესახებაც 528 10-ს მოსწონს 2-ს არა
|