x
image
ჟანა გოგინაშვილი
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5

image20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლით სრულიად საქართველო გაახარა. მიმდინარე წელს, ჩვენი ქვეყნის სახელით, მხოლოდ მან შეძლო პირველი ადგილის დაკავება. ყველაზე ნაკლებად ქართული დელეგაცია ელოდა მისგან ამგვარ წარმატებას, დიდი იმედები სხვა სპორტმსმენებზე მყარდებოდა, რადგან ლაშას არც ევროპისა და არც მსოფლიო ჩემპიონატები მოგებული არ აქვს.
შავდათუაშვილს საკმაოდ სოლიდური თანხა ერგო და ასევე სოლიდური საჩუქრების გაკეთებასაც უკვე შეუდგა, რადგან შევიტყვეთ მეგობარს ახლახანს მანქანა აჩუქა.
ოლიმპიელს მშობლიურ სოფელში _ კარალეთში ვესტუმრეთ და ყველა საინტერესო დეტალი მისი ცხოვრების შესახებ, ლაშასგან და მშობლებისგან _ ქალბატონი თეასგან და ბატონი გენადისგან შევიტყვეთ.
ლაშა: “მთელი ჩემი ბავშვობა ჭიდაობას უკავშირდება. ჩემი მეგობრები, თანასოფლელები დადიოდნენ სპორტის ამ სახეობაზე და მეც მათთან ერთად დავიწყე ვარჯიში.
მაშინ, როდესაც გავაცნობიერე რა მოყვებოდა ჩემს დაუღალავ შრომას, გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა, რათა კარგი შედეგი მეჩვენებინა. ჭიდაობაზე სიარულის გამო, სკოლასაც ხშირად ვაცდენდი.''
ქალბატონი თეა: “ლაშას დაუღალავი შრომიდან გამომდინარე, ყოველთვის მჯეროდა, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც აუცილებლად წარმატებას მიაღწევდა. ბავშვობაში ტანით ისეთი სუსტი იყო, მინდოდა სპორტზე ევლო, ვიფიქრე არ დაჩაგრონ მეთქი. საოცრად შრომისმოყვარე აღმოჩნდა. სკოლაში კარგად არ სწავლობდა. ლაშას ცხოვრებაში, როდესაც დადგა ეტაპი აერჩია ან სპორტი, ან სწავლა მან აირჩია სპორტი. ხომ იცითOორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო, არ გვინდოდა მასე ყოფილიყო. სწავლასაც დიდი დრო და შრომა სჭირდება და ჭიდაობასაც. თუმცა ძალიან გვინდოდა უცხო ენებში მოგვემზადებინა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ეს ვერ შევძელით.
ლაშა ოლიმპიადაზე როდესაც მიდიოდა, ვეუბნებოდი, რომ 20 წლის ასაკში ესეც დიდი წინსვლა იყო.
მასში ძალიან დიდი შრომა და წვალება ჩავდეთ. ლაშამKკარგად იცოდა, რომ როდესაც არ გყავს შეძლებული ოჯახი და ახლობლები, თავად უნდა იშრომო ბევრი. უამრავი შეხვედრიდან მოსულა დამარცხებული, ხან თავისი მიზეზით, ხანაც ჩაგრავდნენ. ამის გამო უტირია კიდეც. სულ ვეუბნებოდი სულით არ დაცემულიყო და აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას.''
– ლაშა, პირველი წარმატება რადის იყო?
– როდესაც ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი, მაშინ იყო ჩემი პირველი წარმატება, 18 წლისა გავხდი ევროპის თასის მფლობელი. თუმცა შემდეგ წავაგე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები. სპორტია, ყოველთვის ვერ მოიგებ. ამავე პერიოდში გადავედი დიდების ნაკრებში. ოლიმპიადაზე მოსახვედრად მოგეხსენებათ ქულების დაგროვებაა საჭირო. ოთხი თვე იყო დარჩენილი ოლიმპიადამდე და მე არანაირი ქულა არ მქონდა აღებული. როდესაც შეჯიბრები დავიწყეთ, ერთიც რომ წამეგო ვერ წავიდოდი ლონდონში. ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ოთხი თვის განმავლობაში დავდიოდით სხვადასხვა ქვეყნებში მოსამზადებლად. ვიყავით: კორეაში, ბრაზილიაში, ესპანეთში.
– თუმცა შენზე დელეგაცია დიდ იმედს არ ამყარებდა.
– ჩემზე არავინ ამყარებდა იმედს (იცინის). ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, მაგრამ იმას ვერ ვიტყვი ხვალ შეხვედრაზე რომ წავიდე ოქროს მედლით დავრუნდები მეთქი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ გამარჯვებისთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ. დანარჩენი ღვთის ნებაა.
ოლიმპიადაზე ჩემი გამოსვლის დღეს საერთოდ არ ვღელავდი. ვიყავი ისე, როგორც ჩვეულებრივ შეჯიბრზე. ჩემს თავს მხოლოდ იმას ვეუბნებოდი: “ეს შანსი უნდა გამოიყენო."
ქალბატონი თეა: “ძალიან მწყდებოდა გული. იმ დღეს, როდესაც ლაშა ჭიდაობდა საქართველოს დელეგაციის წევრი გამოვიდა და თქვა, შავდათუაშვილის იმედი არ გვაქვს და ისიც კარგი იქნება ერთი-ორი შეხვედრა მაინც თუ მოიგოსო. ძალიან მწყდებოდა გული. ვფიქრობდი რატომ უსწრებენ მოვლენებს მეთქი."
– შენზე თქვეს, ყოველთვის იმაზე მეტს ვარჯიშობდა, ვიდრე საჭირო იყო.
– ბევრი სპორტსმენია, ვინც ვარჯიშობს და წარმატებისათვის იბრძვის. დარბაზის გარეთ ვარჯიშის გაგრძელება აუცილებელია, იმისთვის, რომ გაუსწრო სხვას. სხვაგვარად არაფერი გამოვა. მეც ყოველთვის ასე ვიქცეოდი.
– შეხვედრის წინ თუ გაქვს რაიმე რიტუალი, რასაც ყოველთვის აკეთებ?
– კი, ჩემს კიმანოს პირჯვარს გადავწერ ხოლმე.
– გამარჯვების შემდგე ვისგან იყო პირველი სატელეფონო ზარი? ვინ მოგილოცა?
– რა თქმა უნდა პირველად იქ მყოფმა დელეგაციის წევრებმა მომილოცეს. ლონდონში, რომ მივდიოდი სპეციალურად არ ავიღე ნომერი. ვიფიქრე თუ მოვიგე ისედაც მომძებნიან მეთქი და თუ წავაგე მაინც არავინ დამირეკავს (იცინის). ჩემს მეგობარს ჰქონდა მობილური ტელეფონი და ზარები არ წყდებოდა, ბოლოს მომცა შენ გქონდესო.
ქალბატონი თეა: “ჩვენ ისეთ ეიფორიაში ვიყავით დარეკვა არც გაგვფიქრებია. თვითონ დარეკა.''
– ქალბატონო თეა, სპორტსმენს ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება. სოფელში მცოვრებნი, როგორ ახერხებდით ამ ყველაფერს?

– ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომის ფასად გვიჯდებოდა. ვშრმობდით და ბოლოს ისიც არ ვიცოდით რა იქნებოდა. ლაშას ვეტყოდი ხოლმე, რომ მომავალი წარმატებისთვის ხელის შეწყობა სჭირდებოდა, ჩვენ კი არ ვიცოდით ამას შევძლებდით თუ არა. რასაც ვშოულობდით საკვებსა და გზის ფულს უნდებოდა. არც ერთი ტურნირი არც ლაშას და არც მის ძმას ბექას (რომელიც ასევე ჭიდაობს) არ გამოუტოვიათ. ეს კი დიდი წვალების ფასად გვიჯდებოდა, თუმცა ვახერხებდით.
ჩვენი შემოსავლის წყარო, ძირითადად სოფლის მეურნეობა იყო. ჩემი მეუღლე ხელობაზეც მუშაობდა, რომ ამით დამატებითი შემოსავალი მიგვეღო.
ბატონი გენადი: “მიწის დამუშავებით ვერ ვიღებდით ჩვენ სამყოფ შემოსავალს. ხშირად, რასაც მიწაში ვდებდით, იგივეს ვიღებდით უკან. ერთი პერიოდი ვვაჭრობდი კიდეც."

ლაშა: “როდესაც სპორტსმენი ხარ, ოჯახისგან ხელშეწყობა აუცილებლად გჭირდება. სხვაგვარად არაფერი გამოვა. საჭირო დროს, საჭირო ადგილას, რომ მოხვდე, ამისათვის მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს. მე ჩემი მშობლების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.
მშობლების გარდა, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში მწვრთნელებს, ჩემს თანაგუნდელებს, ქვეყანას.
– ლაშა ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღე. ახლა უკვე შეგიძლია ყველა სურვილი აისრულო და სხვებსაც აუსრულო. გავიგე უკვე გიყიდია მეგობრისთვის მანქანა _ X5.
– (იცინის) რითაც შემიძლია ვეხმარები და გვერდში ვუდგავარ მეგობრებს. მანქანა ერთ ჩემს მეგობარს მართლაც ვაჩუქე, რომელთან ერთადაც ვიყავი ოლიმპიადაზე და ის ჩემს შემდეგ დღეს ჭიდაობდა. დასახელებისგან მაინც თავს შევიკავებ. მე რომ არ მომეგო და მას მოეგო, იგივენაირად მოიქცეოდა.
ჩემი გარშემომყოფები კი ვცდილობ გავახარო და მათ მომღიმარ სახეებს ვუყურო.
– შენი ფინანსური მდგომარეობის ასე გაუმჯობესების შემდეგ თუ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც მხოლოდ ამის გამო გადაწყვიტა შენთან დაახლოვება?
– სამწუხაროდ არის ასეთი ფაქტები და გული ძალიან მწყდება. ეს ზოგადად ყოველთვის ასე ხდება ხოლმე.Mმაინც ვცდილობ, მათდამი ცუდად არ განვეწყო.
– ბექაზე მოგვიყევით. როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს ისიც ჭიდაობს.
ქალბატონი თეა: “კი ჭიდაობს ბავშვობიდან. ძალიან დიდი სტიმული მისცა ლაშას გამარჯვებამ ბექას. ვფიქრობ, რომ მან უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რადგან ლაშაზე უკეთესი პირობები ექმნება. ფიზიკურადაც ბექა ბევრად ღონიერია. შრომისმოყვარე ბიჭია და ველოდებით მისგანაც წარმატებას. ის არ უნდა დარჩეს ლაშას ძმად."
ლაშა: “ბექას კარგი მონაცემები აქვს. მთავარია მოინდომოს. დაისახოს მიზანი და მის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს."
– ხომ არ აპირებ, აღებული თანხით ბიზნესის დაწყებას ან სხვა გეგმა ხო მარ გაქვს?
– ნამდვილად არ ვაპირებ ჯერჯერობით მსგავს არაფერს. წინ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები მელის და მზადება უკვე დავიწყე. მთლიანად ამაზე ვარ გადართული. გეტყვით, რომ ახლახანს გავიკეთე თიაქარის ოპერაცია ავსტრიაში და ნება უკვე დამრთეს ვარჯიში დავიწყო.
ბატონი გენადი: “ლაშამ ეს პერიოდი მაგაზე ფიქრს, რომ დაუთმოს, მაშინ ჭიდაობას თავი უნდა დაანებოს. რაც მეტჯერ ააფრიალებს საქართველოს დროშას მსოფლიოს მასშტაბით ყველაფერს ეს ემჯობინება."
– ლაშა, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– რა გაინტერესებთ? შენ რაც გინდა ის დაწერე მაგაზე.
– ეგრე არ გამოვა.
– თაყვანისმცემლები მყავს (იცინის). მაგრამ შეყვარებული არ ვარ.

14
18013
41-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
18013
  
2014, 9 ივნისი, 16:54
საღოლ საღოლ მიაწექი დზმაო. წარმატებები... :)
2014, 5 იანვარი, 15:36
შორიდან რა ლამაზიად ჩანს ყველაფერი! წარმატებებს ვუსურვებ..
2013, 18 აგვისტო, 17:36
ბევრი წარმატება ამ უბრალო სულის მქონე ადამიანს და იმედია არ "გააფუჭებს" წინსვლა და დარჩება სიეთად როგორიც არის,ან როგორიც ჩანს
2013, 4 მარტი, 22:40
მე ვიი ეს ადამიანი და მართლა ყოჩაღ
2013, 1 იანვარი, 13:58
ჩემთან გამონაგონი სტატია მაგ საკითხზე და საერთოდ არც ერთი მაქვს და ზუსტად ვიცი და რომც შეამოწმო სიზუსტეს აღმოაჩენ,მაგრამ ამ სტატიაში ბევრი უზუსტობაა და მეეჩვება პირადად იყოს ჩაწერილი და თუ პირადად ჩაწერე მაგდენი ყ=უზუსტობა???ვისგან აიღე პირადად???
2012, 7 დეკემბერი, 9:31
კარგი სტატია კია და ნამდვილად დასაჯერებელია. თვითონ რაც შეეხება ადამიანს კარგი პიროვნებაა. ბოლობოლო გორელია
2012, 2 დეკემბერი, 14:00
დაიჯერეთ პირადად არის ჩაწერილი :))ამ საიტზე იმდენი გამონაგონი სტატია იდება, მესმის, რომ არ გჯერათ :D
2012, 30 ნოემბერი, 20:22
ევროპა მოგებული აქვს ჩემო კარგო...და ცოტა უზუსტობებიც არის სტატიაში...პირადად აიღე სტატია დავიჯერო?
2012, 30 ნოემბერი, 17:19
კარგი სტატიაა
2012, 26 ნოემბერი, 11:16
ძალიან კარგი სტატიაა და იმედია ბევრი იქნება ასეთი ქართველი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10