საზოგადოება მერკელმა შუმახერს სოლიდარობა გამოუცხადა და თხილამურებზე სრიალისას დაიმტვრა 2014, 6 იანვარი, 20:49
როგორც ეტყობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფორმულა1-ის ლეგენდარულ პილოტს მიხეილ შუმახერს სოლიდარობა გამოუცხადა და თხილამურებზე სრიალისას სერიოზულად დაშავდა.59 წლის გერმანელი პოლიტიკოსი შვეიცარიაში ისვენებდა და უბედური შემთხვევაც იქ დაემართა.მას მარცხენა მენჯის მოტეხილობა დაუსვეს დიაგნოზი და ახლა საავადმყოფოდან აგრძელებს ქვეყნის მართვას, ხოლო რამდენიმე შეხვედრა და ვიზიტი მინიმუმ 3 კვირით გადაიდო.როგორც ანგელა მერკელის ექიმი აცხადებს, მოტეხილობა არ არის საშიში, თუმცა ძალზედ მტკივნეულია და ასე იქნება დაახლოებით 4–დან 6–კვირამდე, ვიდრე ძვლები სრულად არ აღსდგება.
საზოგადოებას პირველად არ მოუწევს ანგელა მერკელის ხელჯოხით ხილვა, 2011 წელს მან მუხლის, კერძოდ კი, მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ჰანოვერის ბაზრობის გახსნაზე ორი ხელჯოხით გამოცხადდა.
გერმანიის კანცლერის დაშავების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.არ არის გამორიცხული, რომ ეს მოძველებული თხილამურების ბრალი იყოს.საქმე ისაა, რომ ანგელა მერკელის თეთრ–ცისფერი ხისგან დამზადებული სპორტული ინვენტარი უკვე 20 წლისაა.
რაც შეეხება, ფორმულა1–ის პილოტს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია და ექიმები დასაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.შესაძლოა ცნობილი ავტომრბოლელი სამუდამოდ დაინვალიდდეს. სამწუხაროდ, თხილამურებზე სრიალით გართობა ამ ორ ძალზედ ცნობილ პიროვნებას ძვირად დაუჯდა. 70 4-ს მოსწონს
|