პარამეცნიერებები გორის მახლობლად მოჩვენებამ აიძულა ოჯახი სახლი დაეტოვებინათ 2014, 3 იანვარი, 20:12 გორის მახლობლად ოჯახი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინათ.ამის მიზეზი ბინაში გაჩენილი პოლტერგეისტია.შეშინებულმა ოჯახმა მიატოვა სახლი და ნათესავებთან გადაბარგდა. როგორც ოჯახის დიასახლისი ნატო ოქროპირიძე აცხადებს მოჩვენება დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა ოჯახში, თუმცა თავიდან მათ დიდად არ აწუხებდა, შემდგომ, დაახლოებით ერთი წლის წინ ბავშვს კულული მოაჭრა და დედას წინ დაუგდო.უფრო მეტიც ქალი ამტკიცებს, რომ მოჩვენება დაელაპარაკა მას და უთხრა:"შენ გახსოვს ეს თმები?" შემდეგ ოჯახის უფროსი მერაბ ოქროპირიძე იხსენებს, რომ 4 თვის წინ შვილს აჩუქეს ხატი, ამის შემდეგ კედლებზე ჯვრები ჩნდებოდა, უფრო მეტიც მერაბის განცხადებით პოლტერგეისტს შვილიშვილის მოკვლაც სურდა.ამას ადასტურებს მისი დედაც, ნატოს განცხადებით შუაღამისას გამეღვიძა და ვხედავ ბავშვი კედელზე მიხოხავდა, "ლაშა, ლაშა სად მიძვრები?!"-დავუძახე, მან კი მიპასუხა" მე ვირთხები მეძახიან სახურავზე".ამ შემთხვევების შემდეგ ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადავიდა.ოჯახის უფროსი დაკეტილ სახლში დროებით დაბრუნდა, ისიც ტელევიზიის თხოვნით და მედიუმის თანდასწრებით.ერეკლე შონიამ აღმოაჩინა, მოჩვენების წყარო ჯვარია და ის სახიფათო არაა, პირიქით ეს ჯვრები ენერგიას გადმოსცემენ, რომლების დადებითად მოქმედებენ ადამიანებზე.მედიუმის ეს დასკვნა მოულოდნელი აღმოჩნდა ოქროპირიძეების ოჯახისთვის.მათ განაცხადეს, რომ სახლში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდნენ, თუ მღვდელი ყველა კუთხე-კუნჭულს აკურთხებს. 168 3-ს მოსწონს
|