x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოქვეყნდა ვანგას შემაშფოთებელი პროგნოზები 2024 წლისთვის
image

გამოქვეყნდა ვანგას შემაშფოთებელი პროგნოზები 2024 წლისთვის:


ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა გარდაიცვალა 1996 წლის აგვისტოში, მაგრამ მის მიერ თქმულ მომავლის პროგნოზებით ისევე ითვისებს საზოგადოება, როგორც ახალგამომცხვარ პურს. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ბულგარეთშიც კი არიან ისეთები, რომლებსაც მიაჩნიათმრომ ვანგას წინასწარმეტყველებები არის "კარგად გაპიარებული სახელმწიფო ბიზნესი.


შესაძლოა, ამ მიზეზთან ერთად, ვანგას "ახალი" "წინასწარმეტყველებები" არ იწურება და სულ ახალ-ახალი ცხვება.



მაგალითად, ბულგარულმა გაზეთმა „სტანდარტმა“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ცნობილი ბრმა ბულგარელი ქალის 2024 წლის პროგნოზები.


- მომავალ წელს გლობალური კონფლიქტის დიდი ალბათობაა. მისი შედეგი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიო ისტორიაში. ნათელმხილველის თქმით, შესაძლებელია ამ მოვლენამ დედამიწის მოსახლეობის შემცირება გამოიწვიოს, წერს გაზეთი "სტანდარტი"


ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც წყნარი ოკეანეს აუზში იქნება და რომელსაც მოჰყვება მსხვერპლთა დიდი რაოდენობა.


გარდა ამისა, მან 2024 წლისთვის იწინასწარმეტყველა სამი გიგანტის - რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის შესაძლო გაერთიანება. მან ასევე ისაუბრა "წითელ ფულზე" რიცვებით 100 და 5. "თუმცა ამ გზავნილის მნიშვნელობა გაურკვეველი რჩება", - აღნიშნავს ბულგარული გამოცემა.


ბულგარელი ნათელმხილველის არც თუ მცირე წინასწარმეტყველებები ახდა, მათ შორის ვან­გამ ნა­ხე­ვა­რი წლით ადრე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და ინ­დი­რა გან­დის სიკვდილი, ამბობენ პრინცესა დაიანაზე თქვა, ავტოავარიაში მოყვებაო და მართლაც ასე მოხდა, მან ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ ამ შემ­თხვე­ვამ­დე 1 წლით ადრე თა­ვად და­ი­ღუ­პე­ბო­და და ასეც მოხ­და. ვან­გა 1996 წლის 11 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა კი ავა­რი­ით - 1997 წლის 31 აგ­ვის­ტოს.


1980 წელს მან თქვა, რომ 1999 ან 2000 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს წყლის ქვეშ აღ­მოჩ­ნდე­ბა "კურსკი", რო­მელ­საც მსოფ­ლიო იგ­ლო­ვებ­და. 2000 წლის 12 აგ­ვის­ტოს რუ­სუ­ლი წყალ­ქვე­შა ხო­მალ­დი "კურსკი" ჩა­ი­ძი­რა, და­ი­ღუ­პა მისი ეკი­პა­ჟის 181-ვე წევ­რი...


1989 წელს კი მან ივა­რა­უ­და, რომ "ამე­რი­კე­ლი ძმე­ბი" რკი­ნის ჩი­ტე­ბით და­ე­ცე­მოდ­ნენ... ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ვან­გამ 2001 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ამე­რი­კა­ში ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნის აფეთ­ქე­ბა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა.



თუმცა ბევრი მისი წინასწარმეტყველება არ ახდა, თუ გადახედავთ წარსულში გამოქვეყნებულ პოსტებს, ბევრ აბსურდამდე დასულ მოვლენებს წავიკითხავთ, მათ შორის ლობალურსაც, მაგალითად ვანგას წინასწარმეტყველებით, 2017 წელს მესამე მსოფლიო ომი უნდა დაწყებულიყო, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და შიმშილობა უნდა მოყოლოდა.ასევე 2023 წელს დედამიწას ორბიტა უნდა შეეცვალა და სხვა.

0
1175
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0