პარამეცნიერებები როგორ მოვიზიდოთ და გავხადოთ კეთილი ფუძის ანგელოზი? 13 თებერვალი, 16:24
ლეგენდების თანახმად, ყველა ადამიანის ბინაში მფარველი ანგელოზი ცხოვრობს.
ქვემოთ შევცდებით მოგვითხროთ, თუ რა უნდა ქნათ, რომ სხვა სამყაროს არსება, არ გახდეს ბოროტი და როგორ უნდა დადგინდეს, რომ ფუძის ანგელოზი მანდვილად გიცავთ თუ არა.
ადამიანებს უხსოვარი დროიდან აქვთ იმის რწმენა, რომ მათ სახლებში ფუძის(სახლის, ოჯახის, კარის) ანგელოზი ბინადრობს. მაინც რა მიანიშნებს იმას, რომ თქვენს სახლში არის სხვა სამყაროს წარმომადგენელი? 1.კატის არანორმალური ქცევა. თუ ოთხფეხა ბინაში დარბის, კედელს უყურებს და ხმამაღლა კნავის, შესაძლოა, რომ მან დაინახა ფუძის ანგელოზი. შინაური ცხოველები ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი მისტიკის მიმართ. 2.დაკარგული ნივთი. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტად იცოდით, სად დადეთ ნივთი, მაგრამ ის მოულოდნელად გაქრა, სავარაუდოდ ფუძის ანგელოზმა წაიღო. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, თქვით: „ფუძის ანგელოზო, ითამაშე და დააბრუნე“. თუ მას იპოვით, მაშინ მის გაქრობაში კეთილი სული მონაწილეობს. 3.კომფორტისა და უსაფრთხოების განცდა. თუ შენს სახლს შენს ციხე-სიმაგრედ თვლი და მასში შესვლისას დამშვიდდები, ეს ნიშნავს, რომ შენს სახლს იცავს კეთილი სამყაროსეული არსება. 4.წინასწარმეტყველური სიზმრები. თუ ფუძის ანგელოზთან კარგი ურთიერთობა დამყარდა, მაშინ ის დაგეხმარებათ იპოვოთ გამოსავალი ნებისმიერი რთული სიტუაციიდან. მათი გადაჭრის გზები ღამით მოვა სიზმრების სახით. 5.უცნაური ხმაური ბინაში. თუ ღამით რაღაც კაკუნი ან შრიალი გესმით, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს კეთილი ფუძის ანგელოზიდან მოდის. მთავარია არ შეგეშინდეთ. როგორ მოვიზიდოთ და გავხადოთ კეთილი ფუძის ანგელოზი? 1.რეგულარულად დაასუფთავეთ სახლი 2.არ იყვიროთ და არ იკამათოდ 3.ხშირად იქონიეთ სახლში ტკბილეული:ნამცხვრები და კანფეტები. 4.დაიცავით ოჯახური ტრადიციები 5.აცნობეთ ავეჯის გადაადგილების შესახებ- ამბობენ, რომ თქვენ უნდა დაუკავშირდეთ კეთილ სულს, როგორც ცოცხალ არსებას. თუ გსურთ შპალერის ხელახლა გაკვრა, გადაკეთება ან ავეჯის გადატანა, შეატყობინეთ ფუძის ანგელოზს ამის შესახებ. 6.მიმართეთ მაშინაც, როდესაც ოჯახში პრობლემები წამოიჭრება. 7.უსმინეთ ხმამაღლა(ყურასმენების) გარეშე მუსიკას-ამბობენ, რომ ფუძის ანგელოზს უყვარს ნებისმიერი ჟანრის მუსიკა. 8.დაარწმუნეთ ოჯახის სხვა წევრები ფუძის ანგელოზის არსებობაში. 126 3-ს მოსწონს
|