საზოგადოება 10 000-მა ადამიანმა მომაკვდავი გოგონას უკანასკნელი საშობაო სურვილი შეასრულა 2014, 1 იანვარი, 14:20 21 დეკემბერს საღამოს ათასობით ადამიანი შეკრიბა 8 წლის დილეინი ბრაუნის სახლის წინ ქუჩაში, რათა მომაკვდავი გოგონას უკანასკნელი სურვილი შეესრულებინათ. გოგონა მწვავე მელოლეიკოზითაა დაავადებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
ამა წლის მაისში პენსილვანიელ 8 წლის დიელინს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს-მწვავე მიელოლეიკოზი. გოგონას გადარჩენის შანსი ფაქტიურად არ არსებობდა. 17 დეკემბერს ექიმებმა მშობლებს განუცხადეს, რომ დილეინს რამოდენიმე კვირის სიცოცხლეღა დარჩა.
![]() გოგონას ერთ-ერთი უკანასკნელი სურვილი იყო, შეხვედროდა ქანთრის მომღერალს და მსახიობს ტეილორ სვიფტს, მეორე-მოესმინა საშაობაო მესა. ბავშვის დასახმარებლად შექმნილი ფონდის დამსახურება იყო, რომ დაბადების დღე დილეინს მისმა საყვარელმა მომღერალმა მიულოცა ტელეფონით, ხოლო მეორე დღეს საღამოთი მისი სახლის წინ 10 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც საშობაო ჰიმნები შეასრულეს. ესენი იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებმა Facebook-ის საშულებით შეიტყვეს გოგონას უკანასკნელი სურვილის შესახებ. მთელი 1 საათის განმავლობაში ისინი მღეროდნენ საშობაო მესას, დილეინი კი საკუთარ საწოლში ჩაწოლილი თავის სიცოცხლეში უკანასკნელად ისმენდა ამ ჰიმნს. ![]() 1609 21-ს მოსწონს
|