კინო "თბილისო,მე შენ მიყვარხარ"-იქნება რიგით მესამე კინონაკრები ციკლიდან "სიყვარულის ქალაქები" 2013, 30 დეკემბერი, 19:42 ფილმი, "თბილისო მე შენ მიყვარხარ" იქნება რიგით მესამე ფილმი სერიიდან "სიყვარულის ქალაქები", იუწყება ჟურნალი "Variety".სურათში იქნება ათი მოკლემეტრაჟიანი ნოველა, რომელსაც ქართველი რეჟისორები იღებდნენ.აქამდე ამ ციკლით გამოსული წინა ორი ფილმი პარიზზე და ნიუ-იორკზე გახლდათ.ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.ცნობილია, რომ ფილმში მონაწილეობენ რონ პერლმანი, მალკოლმ მაკდაუელი და სარა დიუმონი.ქართველი მსახიობებიდან ია სუხიტაშვილი, ნუცა კუხიანიძე და სხვები.პერლმანი თამაშობს ამერიკელს, რომელიც მოტოციკლეტით მოგზაურობს თბილისის გარეუბნებში ქალთან ერთად, რომელსაც სარა დიუმონი ანსახიერებს.ნოველების რეჟისორები არიან ნიკა აგიაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ლევან ღლონტი, ალექსანდრე ქვირია, თაკო შავგულიძე და სხვები. ფილმის პროდიუსერია სერიების დამაარსებელი ემანუელ ბენბი, კინოპროდიუსერისთვის შემდეგი ფილმი იქნება ნოველები რიოზე სახელწოდებით -"მე შენ მიყვარხარ რიო-დე-ჟანეირო".ფილმს თბილისზე კომპანიები Storyman Pictures და Iberia Films-ი იღებდა.პირველი ფილმი სერიიდან "სიყვარულის ქალაქები" 2006 წელს გამოვიდა, "მე შენ მიყვარხარ პარიზო", რომელმაც მსოფლიო გაქირავებაში 17 მილიონი $ მოაგროვა, ბიუჯეტი 14 მილიონი იყო, ნაკლებად წარმატებული იყო შემდეგი ფილმი ნიუ-იორკზე, შემოსავალი 8 მილიონი$, ხოლო ბიუჯეტი 14, 7 მილ.$ 109 2-ს მოსწონს
|