x
image
თამუნა გეწაძე
რობი უილიამსი:"ნარკოტიკმა კინაღამ შეიწირა ჩემი სიცოცხლე"

image


ვარსკვლავები იშვიათად საუბრობენ მათი პრობლემების შესახებ, მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ როდესაც უკვე სირთულეები დაძლეულია, ისინი ბრუნდებიან წარსულში და უყვებიან საზოგადოებას თუ რა მოხდა. რობი უილიამსი არ არის გამონაკლისი.ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში ის ნარკომანი იყო და ყველაფერმა ამან კინაღამ შეიწირა მისი სიცოცხლე."მე ვიყავი ძლიერი ნარკოდამოკიდებული ადამიანი, და ვიცოდი, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ეს სრულებით არ მაინტერესებდა. ჩემი მარჯვენა ხელი პარალიზებული იყო, იმდენ კოკაინს მოვიხმარდი.ჩემი ცხოვრება ალბათ სიკვდილით დასრულდებოდა მაგრამ დღეს უკვე ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი არ არის." შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ რობი ქალიშვილის მამა გახდა და პატარა ქალბატონმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ქალიშვილი ტედი გახდა მისი ცხოვრების აზრი, და რობის ცხოვრებაში ადგილი აღარ აქვს მავნე ჩვევებს.ნოემბრის თვეში გამოვიდა მომღერლის ახალი ალბომი, რომლის შექმნაშიც რობის "მუზა" მისი ქალიშვილი იყო.


imageimage

0
30
5-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0