x
image
თამუნა გეწაძე
სამარხვო ბადრიჯნის ხვეულები სოკოს გულსართით.
image
საჭირო ინგრედიენტები:1.ხუთი საშუალო ზომის ბადრიჯანი.

2.1 თავი ხახვი.

3.ერთი ქილა კონსერვირებული სოკო შამპინიონი.

4. სამი კბილი ნიორი.


5.ცოტა პურის ფქვილი.

6.მცენარეული ზეთი.

7.1 კონა ოხრახუში.

8.1 კონა ქინძი.

ავიღოთ ბადრიჯანი, გავრეცხოთ, დავჭრათ თხელ, გრძელ ნაჭრებათ, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ.1 საათის შემდეგ, გავრეცხოთ, გავწუროთ, ამოვავლოთ პურის ფქვილში და შევწვათ ორივე მხრიდან(არ გავაწითლოთ).გარეცხილი მწვანილი დავაბლენდეროთ, შემდეგ დავამატოთ ბლენდერში სოკო(ოღონდ ცოტა ხანს დავაბლენდეროთ მაქსიმუმ ერთი წუთი)ქვაბში ჩავასხათ მცენარეული ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, დავამატოთ ბლენდერში მოთავსებული სოკოსა და მწვანილის მასა, პერიცა, მარილი და მოვშუშოთ კარგად შეწითლებამდე.ავიღოთ შემწვარი ბადრიჯანის ფენები თითოეულზე ცალ-ცალკე მოვათავსოთ სოკოს გამზადებული მასა და დავახვიოთ.მოვათავსოთ თეფშზე და გემრიელად მივირთვათ.

0
95
5-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0