საზოგადოება საბჭოთა ეპოქის განუყოფელი სიმბოლოები 2013, 27 დეკემბერი, 22:53 აგერ უკვე 20 წელზე მეტია, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ ძალიან ბევრ ჩვენგანს ახსოვს იმდროინდელი ლომინათის დაუვიწყარი გემო, რძის ნაწარმი მინის ფართოთავიან ბოთლებში, "ხრუშჩოვის" ჭიქა თუ მაგნიტოფონი "ელექტრონიკა".ამათ გარდა, საბჭოთა მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში კიდევ ბევრი ნივთი იყო, რომლებიც საბჭოთა ეპოქის ნამდვილ სიმბოლოებად იქცნენ. გავიხსენოთ ყველაზე პოპულარულები მათ შორის. ბადურა. ბადურას თოკებისაგან მოქსოვილ ჩანთას ეძახოდნენ. ის საკვები პროდუქტებისთვის იყო განკუთვნილი.ის მეტად მოსახერხებელი იყო, რადგან იკეცებოდა და პატარა ადგილს იკავებდა. წახნაგებიანი, ეგრეთწოდებული "ხრუშჩოვის" ჭიქა. ჭიქა შეიქმნა სპეციალურად საზკვების ობიექტებისათვის, ის იყო საკმაოდ დიდი მოცულობის და გამძლე სქელი მინისაგან დამზადებული. გამოიყენებოდა წყლის ჩამოსასხმელ ავტომატებშიც. პორტვეინი "777". ლიმონათი "ბურატინო". ბალზამი "ოქროს ვარსკვლავი". მეორენაირად მას "ვიეტნამის მალამოს" უწოდებდნენ. ჰქონდა დამახასიათებელი მძაფრი სუნი და გამოიყენებოდა თავის ტკივილის, გაციებისა და სურდოს დროს. "სამმაგი" ოდეკოლონი («ТРОЙНОЙ» ОДЕКОЛОН). რძე და მაწონი მინის ფართეთავიან ბოთლებში. ფოტოაპარატი «СМЕНА-8М». საბჭოთა ინდური ჩაი სპილოთი. ფარგალი. უნგრული წარმოების მწვანე ბარდა. ბრილიანტის მწვანე ანუ "ზელიონკა". სასკოლო რვეული. წვერსაპარსი "ხარკოვი". ხსნადი ყავა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა (რათქმაუნდა თუ ბედი გეწეოდათ და ხელში ჩაიგდებდით) ჩეხური "ცებოს" ფირმის ფეხსაცმელები. ელემენტები. ელექტრომადუღარა (კიპიტელნიკი). "მონტანას" ფირმის ელექტროსაათი. 604 13-ს მოსწონს
|