სალათები საახალწლო სალათი"გემრიელი გული" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 27 დეკემბერი, 12:31
ამ გემრიელი სალათის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი
ინგრედიენტები:
–შებოლილი ქათმის ბარკალი ან 400გრ.შებოლილი ქათმის ფილე. –ქათმის კვერცხი–2ცალი –კონსერვირებული ტკბილი სიმინდი –მძიმე ყველი–150გრ(ჰოლანდიური) –მაიონეზი–200გრ. – პომიდორი–2-3 ცალი. –მოსართავად–2ცალი პატარა პომიდორი, 1კიტრი და ცოტა ბროწეულის მარცვლები. –ნიორი–2კბილი –კამა–2ღერი –მარილი და წიწაკა გემოვნებით მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: 1.ქათმის ბარკალს მოვაცილოთ კანი და ძვლები, დავჭრათ პატარა კუბიკებად და მოვაწყოთ სასალათე თეფშზე პირველ ფენად.(სასალათე სასურველია გმჭირვალე მინის იყოს, უფრო ლამაზია) 2.პირველ ფენას გადავუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი. 3.შემდეგ ფენად მოვაწყოთ ტკბილი სიმინდის მარცვლები და მასაც გადავუსვათ მაიონეზი. 4.დავჭრათ პომიდორი კუბიკებად და ისიც მოვაწყოთ და გადავუსვათ მაიონეზი.მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. 5.შემდეგ მოვაყაროთ მოხარშული კვერცხის გახეხილი გულები და ზემოდან გახეხილი ცილა. 6.ბოლო ფენა ჩვენი სალათის კი იქნება გახეხილი ყველის შუბა. ბოლოს კი გავაფორმებთ სურვილისამებრ:კიტრით, პომიდორით და კამის ღერებით. როგორც ხედავ ძალიან ორიგინალური სალათი გამოვიდა.20 წუთის შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან და... მიირთვით გემრიელად! მრავალ შობა–ახალ წელს დაესწარით! თქვენი მაშა. 342 7-ს მოსწონს
|