x
image
რუსუდან ბერიძე
სალათა ,,ზამთრის სიზმარი"
image


ახალგაზრდა დიასახლისებო, ეს სალათა ძალიან გაგილამაზებთ სადღესასწაულო სუფრას.თქვენი კულინარული შედევრით მოიხიბლება, როგორც სტუმრები ასევე იამაყებენ თქვენი მეუღლე და დედამთილიც!(ეს ხუმრობით რათქმაუნდა)

ახლა შევუდგეთ ჩვენი პიკანტური და გემრიელი სალათის მომზადებას.

ამისთვის კი დაგვჭირდება:


––––––––––––––––––––

–250გრ.ქათმის ფილე.

–2ც.ფორთოხალი.

–1ც.ცოცხალი კიტრი.

–ბროკოლი–1/2 კგ.

-100გრ.მაიონეზი.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

–––––––––––––––

ბროკოლს მოვაჭრათ ყვავილედი.ძირები თავდაპირველად ჩავყაროთ მდუღარე მარილ-წყალში 4წთ, ამოვიღოთ და შემდეგ 2წთ-ით ჩავუშვათ ყვავილედი.ამოვიღოთ საწურზე და გავაცივოთ.კიტრს დავჭრით კუბიკებად.ფორთოხალი გავჭრათ შუაზე, ამოვუღოთ გულები ფრთხილად და ისიც დავჭრათ ლამაზად- კუბიკებად.ბროკოლის ძირები და ყვავილედის ნაწილიც დავჭრათ პატარებად.ფილე მოვხარშოთ და ისიც დავჭრათ ლამაზად.

ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ღრმა ჯამში, დავამატოთ მაიონეზი და ავურიოთ კოვზით კარგად.მიღებული მასა გადავანაწილოთ ლამაზად გაფორმებულ ფორთოხლის ქერქის “ჯამებში"და ზემოდან მოვრთოთ ბროკოლის ყვავილედით.ძალიან გემრიელია და სასარგებლოც თავისი შემადგენლობით.

წარმატებებს გისურვებთ და გემრიელად მიირთვით.

14
205
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
205
  
2013, 2 ნოემბერი, 23:09
არა არ მწყინს :D:D:D ზურა და გაუბედავი??? უბრალოდ გამეცინა... თან არც მიცნობს და როგორ უნდა მოვეწონო არ ვიცი
2013, 2 ნოემბერი, 23:05
მე არ ვიცი,თავად კითხეთ.ეს ხუმრობით.რა ჩემი საქმეა.არ გეწყინოთ
2013, 2 ნოემბერი, 22:52
:D:D:D:D: პირდაპირ საოცრება თქვით :DDDDDD
2013, 2 ნოემბერი, 22:51
ეტყობა მოწონხარ და პირადად ვერ გიბედავს გითხრას
2013, 2 ნოემბერი, 22:49
დაილია ჩემ გარდა ხალხი????
2013, 2 ნოემბერი, 22:48
ზურა ამ სალათის გამკეთებელს ეძებს და შენზე შეაჩერა არჩევანი
2013, 2 ნოემბერი, 22:46
????/
2013, 2 ნოემბერი, 22:43
ისე მართალი ხარ მაგრამ შეძლებს გაკეთებას? :D:D:D
2013, 2 ნოემბერი, 22:41
მაგი ლეელს თავად თხოვე მერე...
2013, 2 ნოემბერი, 22:39
ლეელ დასვი:D:D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10