x
image
რუსუდან ბერიძე
სამარხო სალათი კიბორჩხალას ჩხირებითა და სოკოთი. (მაშას რეცეპტებიდან)
image

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო რადგან დიდი მარხვა დაიწყო მეც ვეცდები თქვენს სამარხო მენიუზე ვიზრუნო.რადგან გარკვეული დღეების გარდა თევზი დასაშვებია, ამიტომ ეს სალათი დიდ სამსახურს გაგიწევთ.მოდი გავიკეთოთ წინსაფარი და ერთად მოვამზადოთ ეს სალათი.ამისთვის კი

დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:



–კიბოს ჩხირები–150-200გრ.

–სოკოს მარინადი–150გრ.

–სიმინდი(ერთი პატარა ქილა)

–კარტოფილი–3-4 საშუალო ზომის

–ბრინჯი–1/2 ჭიქა

–სამარხო მაიონეზი–200გრ.

–ხახვი-1თავი

–კამა–1შეკვრა


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:


კიბოს ჩხირები, სოკო და ხახვი წვრილად დავჭრათ.ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში, კარტოფლიც მოვხარშოთ და თუ ფენა-ფენა გავაკეთებთ, მაშინ გავხეხავთ, თუ არა დავჭრით კუბიკებად.სიმინდს გავავლოთ წყალი და ცოტახანს თუშფალანგზე დავყაროთ რომ კარგად დაიწრიტოს წყლისგან.თუ გვინდა ფენებად დავაწყოთ, ან ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთად, დავამატოთ მაიონეზი და გემოვნებით მარილი, მოვურიოთ კარგად, მერე კი...


მიირთვით გემრიელად !image



თქვენი მაშა.






2
297
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
297
  
2013, 2 დეკემბერი, 22:03
ვგიჟდები ამ სალათზე ოღონდ სტაფილოს გარეშე ვაკეთებ ხოლმე, გავითვალისწინებ.
2013, 2 დეკემბერი, 21:10
აი ეგტ კრაბის ჩხირები არ დამანახოთ, დანარჩენს მივესალმები:)
0 1 2