კერძები ფრინველის ხორცისაგან გემრიელი ქათმის "კანფეტები" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 25 დეკემბერი, 0:07 ამ გემრიელი ქათმის რულეტის მოსამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: –ქათმის მკერდის ფილე–4ცალი –მძიმე ყველი(ჰოლანდიური)–150გრ. –ბულგარული წითელი წიწაკა–1ც. –ოხრახუში და კამა–1პატარა შეკვრა –მაიონეზი–100გრ. –მარილი გემოვნებით –სეზამი–4ს.კ მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: 1.გავხეხოთ ყველი.წიწაკა და მწვანილი კი წვრილად დავჭრათ და ავურიოთ.გულსართიც მზადაა. 2.ქათმის ფილე დავბეგვოთ, წავუსვათ მაიონეზი და გავაჩეროთ 40 წუთის განმავლობაში.შემდეგ კი დავაყაროთ ცოტა მარილი. 3.თითოეულ ფილეს თანაბრად მოვაყაროთ გულსართი, გადავახვიოთ რულეტივით და ცალ-ცალკე გავახვიოთ ფოლგაში და შევდგათ აერღუმელში 180 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში. 4.შემდეგ გავხსნათ ფოლგა, მოვაყაროთ სეზამი და ისევ შევდგათ ღუმელში 10–15 წუთით გადასაბრაწად. 5.მიღებული რულეტიკები გაჭერით 4 ნაწილად და ... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა 119 7-ს მოსწონს
|