კერძები ფრინველის ხორცისაგან ქათმის ხორცის კატლეტი(მდნარი ყველით). 2013, 1 ნოემბერი, 13:40
მოვამზადოთ კატლეტი ქათმის ფილესგან, რომელსაც ვუმატებთ მდნარ
ყველს.გამოდის ძალიან ნაზი და გემრიელი.განსაკუთრებით მოწონთ ბავშვებს(რათქმაუნდა მოზრდილებსაც).მოდი შევუდგეთ მომზადებას:
ი ნ გ რ ე დ ი ე ნ ტ ე ბ ი:
*ქათმის ფილე–1კგ. *კვერცხი–1ც. *ბატონი პური-2 ნაჭერი. *მდნარი ყველი–2ც. *კარაქი–70გრ. *ერთი შეკვრა ოხრახუში *მარილი–1/2ჩ.კ. *წიწაკა–გემოვნებით მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.პური გავაჩეროთ რძეში. მიღებულ ფარშს დავუმატოთ კვერცხი, პური, მდნარი ყველი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დარბილებული კარაქი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.ყველაფერი კარგად მოვურიოთ და მზად არის შემდგომი დამუშავებისათვის. გავაკეთოთ ლამაზი კატლეტები.ამოვავლოთ დაფქულ ორცხობილას ფხვნილში და შევწვათ გახურებულ ზეთში გაწითლებამდე.შემდეგ კი... მ ი ი რ თ ვ ი თ გ ე მ რ ი ე ლ ა დ! 806 4-ს მოსწონს
|