ეს პეროგი ძალიან ადვილი მოსამზადებელია, არ ჭირდება ბევრი
ინგრედიენტი, საკმაოდ ნოყიერია და მთელი ოჯახის საყვარელ კერძს წარმოადგენს.გაგიზიარებთ გამოცდილებას და მოვამზადოთ ერთად.ამისთვის კი დაგვჭირდება შემდეგი
ინგრედიენტები:
4-5– კარტოფილი
2– ხახვი
1– ქათმის ბარკალი
2– კვერცხი
100გრ– არაჟანი(ან კეფირი)
100გრ– მაიონეზი
1ჭ–პ/ფქვილი
1/2ჩ.კ– სოდა
1/2ჩ.კ–შავი წიწაკა და
მარილი გემოვნებით.
მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:
1) გათლილ კარტოფილს დავჭრით მრგვალ თხელ ნაჭრებად და ფორმაში (უმჯობესია მრგვალი
იყოს–20-25სმ.დიამეტრის) წავუსვათ კარაქი ან ზეთი და მოვაწყოთ ისე, რომ გვერდებზეც ამოვიდეს კარტოფილი(იხ.სურ).მოვაყაროთ ცოტა მარილი.
2) მეორე ფენად მოვაწყოთ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი, მოვაყაროთ მარილი და გემოვნებით
შავი წიწაკა.
3) შემდეგ მოვაყაროთ სიგრძეზე წვრილად დაჭრილი ხახვი და ცოტა მარილი.
4) ახლა კი გავამზადოთ მოსასხმელი ცომი:კვერცხი ავთქვიფოთ 1/2ჩ.კ მარილთან
ერთად+არაჟანი+მაიონეზი+სოდა და შეურიოთ ფქვილი და მიღებული მასა მოვასხათ
გამზადებულ სალათს.
5) შევდგათ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 40–45 წუთი, 180-190*С ტემპერატურაზე.გამოცხობის
შემდეგ გადმოვაბრუნოთ გაშლილ ლანგარზე, დავჭრათ და ასევე ცხლად მივიტანოთ
სუფრასთან.შემდეგ კი...
მიირთვით გემრიელად!