ტკბილეული გაყინული ბანანი შოკოლადში 2013, 24 დეკემბერი, 22:41 ინგრედიენტები:
● ბანანი (საშუალოდ მწიფე) - 4 ცალი
● ნაყინის ჩხირები - 8 ცალი
● მწარე შოკოლადი - 230-290 გ.
● თხილი (ან მიწისთხილი) - მოსართავად მომზადება: გავაცალოთ ბანანს კანი. გავჭრათ ბანანები შუაზე და დავამაგროთ მათში ნაყინის ჩხირები. გავახვიოთ ისინი ფოლგაში ან საცხობ ქაღალდში და შევდოთ საყინულეში რამდენიმე საათით (სასურველია მთელი ღამით). დავამტვრიოთ მწარე შოკოლადის ფილა და გავადნოთ. გაყინული ბანანები ამოვავლოთ ჯერ კიდევ თბილ შოკოლადში. გაყინულ ბანანზე მყისიერად გაცივდება შოკოლადი და მიეკვრება, ამიტომ მალევე უნდა მოვაყაროთ უხეშად დამტვრეული თხილი (შესაძლებელია თხილი შოკოლადში ჩავყაროთ და ისე ამოვავლოთ ბანანები). ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 174 10-ს მოსწონს
|