საზოგადოება
ბაჩო ახალაიას მეუღლე ახალ წელს მატროსოვის ციხესთან შეხვდება
2013, 23 დეკემბერი, 20:51
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ 2014 წელს მატროსოვის ციხესთან შევხვდებით.
"მეგობრებო, ისევე როგორც შარშან წელსაც მატროსოვის ციხესთან ვაპირებთ შევხვდეთ ახალი წლის ღამეს, მითუმეტეს რომ ჩვენი გმირებიც ზურა შამათავა, ალექსანდრე გიორგაძე და რომა შამათავაც იქ არიან. ასე რომ ვისაც სურვილი გექნებათ შემოგვიერთდით. მივულოცოთ ჩვენს ბიჭებს ახალი წელი და ვაგრძნობინოთ რომ ჩვენ მათთან ვართ და ვიბრძვით მათი თავისუფლებისთვის, "-წერს ანი ნადარეიშვილი.