x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბიონსემ ფანებს სუპერმარკეტში 37 000$ დაურიგა

image 20 დეკემბრის საღამოს ბიონსე მოულოდნელად გამოჩნდა სუპერმარკეტების ქსელ Walmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში, მასაჩუსეტსის შტატში, აიღო ურიკა და გაემართა საყიდლებზე.მაღაზიაში მყოფმა ხალხმა რა თქმა უნდა იცნეს პოპულარული შემსრულებელი, თუმცა Walmart-ში მისი ვიზიტი ყველასთვის სიურპრიზი იყო.მიკროფონით შეიარაღებულმა მომღერალმა ყველას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და მაღაზიაში მყოფ ყველა მყიდველს დაურიგა ბარათები, სადაც 50$ იყო დარიცხული.იმ მომენტში სუპერმარკეტში 702 მყიდველი იმყოფებოდა, საერთო ჯამში პოპ-დივამ 37 000$ დაარიგა.მომღერლის ამისთანა გულუხვობას თავის მიზეზი ჰქონდა, საქმე იმაშია, რომ Walmart-ის ერთ-ერთმა კონკურენტმა სუპერმარკეტების ქსელმა ბიონსეს უარი უთხრა მისი ბოლო ალბომის გაყიდვაზე, იმის გამო, რომ მომღერალმა ჯერ ონლაინ–ში გაუშვა ახალი ჩანაწერი.სამაგიეროდ Walmart-ის ქსელმა ითანამშრომლა მომღერალთან და ონ-ლაინ გაშვების შემდეგ, ერთ კვირაში მისი ალბომების გაყიდვა დაიწყო.ამ ჟესტით მოუხადა მადლობა ბიონსემ Walmart-ის მაღაზიების ქსელს.imageimage

0
210
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0