საბრალო სახედრები ცოცხლად გაყინვას გადაარჩინეს თურქეთში.
2013, 22 დეკემბერი, 13:18
თურქებმა ლამის ყინულის "ძეგლებად" ქცეული სახედრები სიკვდილს გადაარჩინეს. წელს ამინდი არ გვანებივრებს და ამის დასტურია საკმაოდ ცივი და სუსხიანი ზამთრის დადგომაც. ასეთივე ამინდია თურქეთშიც და განსაკუთრებით ცივი და სუსხიანია მაღალმთიან რეგიონებში. თურქეთის მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში ისეთი ყინვები დაიწყო, რომ საბრალო პირუტყვი ადგილზევე იყინება. ინტერნეტში ვნახე მასალა საბრალო, გაყინულ სახედრებზე, რომელთა შეხედვაზე ადამიანი იფიქრებ, რომ მათში სიცოცხლის ნიშანწყალი არაა, მაგრამ ადამიანების გულმოწყალებამ და მონდომებამ ეს საბრალო სახედრები სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან. სახედრები სატვირთო მანქანით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ყინულისა და თოვლისაგან გაწმინდეს და ამით ყინულის "კლანჭებს" გამოსტაცეს ხელიდან. გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას საბრალო სახედრებზე.