საბუნებისმეტყველო დედა დათვმა შეუპოვრად დაიცვა თავისი შვილები გამძვინვარებული ვეფხვისაგან 2013, 21 დეკემბერი, 22:13 ეს შემთხვევა ინდოეთში, რანტამბორის ეროვნულ პარკში მოხდა:დედა დათვი ზურგზე ორი პატარა ბელით წყლის დასალევად ნაკადულთან მივიდა. უცებ საიდანღაც უზარმაზარი ვეფხვი გაჩნდა, რომელსაც აშკარად ბელებზე თავდასხმა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მას შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია დედა დათვმა. ბრძოლა დაახლოებით სამი წუთი გაგრძელდა, დედა დათვი მთელი თავისი ძალ-ღონით იცავდა თავის შვილებს. ამ ბრძოლას თვალს ადევნებდა ტურისტების ჯგუფი. ისინი იმყოფებოდნენ მდინარის მეორე ნაპირზე და აქედან აპლოდისმენტებით და შეძახილებით ამხნევებდნენ დედა დათვს. "ეს იშვიათი შემთხვევა იყო. არა მგონია, ბევრ ადამიანს ენახოს დათვის და ვეფხვის ასეთი შებრძოლება ველურ სამყაროში"-განაცხადა შემდეგ ერთ-ერთმა ტურისტმა. ვეფხვი თავს ესხმის დათვს. დათვმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს. წაგებული ბრძოლის შემდეგ ვეფხვი იძულებული გახდა კუდამოძუებული გაბრუნებულიყო უკან. საინტერესოა, რომ მთელი ბრძოლის განმავლობაში ბელები დედის ზურგს იყვნენ მოჭიდებულნი და ის წამითაც არ დაუტოვებიათ. გაიმარჯვა რა მრისხანე მოწინააღმდეგეზე, დედა დათვმა ბელებთან ერთად დატოვა ნანახით განცვიფრებული ტურისტები. რანტამბორის ეროვნული პარკი-ვეფხვების რეზერვაციაა და ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი პარკია ინდოეთში. 150 10-ს მოსწონს
|