რჩევები მოდური ქალის იმიჯის შექმნის ხელოვნება 2012, 5 მაისი, 16:50 ჯერ კიდევ წლების წინ, მოდის ყველაზე დიდმა კანონმდებელმა კოკო შანელმა თქვა, რომ "მოდა ეს არ არის რამე ხელშესახები, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, არავინ იგონებს და აწესებს აქ კანონებს, იგი ჰაერშია და ყველა ქალს ინტუიციურად მიეწოდება". კოკომ რა თქმა უნდა იცოდა თავისი საქმე, მაგრამ ხუთიანზე იცოდა ასევე ქალის ფსიქოლოგია. იცოდა თუ რამდენი შეუძლია ქალს. მთავარია ჩვენი პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ, თავი დავაღწიოთ სტერეოტიპებს, კომპლექსებს ( წიპა. სხვაზე მომწონს, მაგრამ მე ვერა, ვერ ვატარებ ასეთ ტანსაცმელს) და ვცადოთ ჩაცმის საკითხს შემოქმედებითად მივუდგეთ. მე ჟურნალისტი ვარ, ხშირად მიწევს ინტერვიუს ჩაწერა ცნობილ დიზაინერებთან, ამიტომ ბუნებრივია ყოველთვის ვეკითხები მათ, რა არის საკუთარი, განუმეორებელი სტილის შექმნის მთავარი გასაღები. ყოველი მათგანი, ამბობს დაახლოებით ერთი და იგივეს; არ არის აუცილებელი ბრენდზე ბრენდი, ან უზომოდ ძვირადღირებული სამოსი გეცვათ. მთავარი სამოსის და აქსესუარების სწორად შეხამება და გადანაწილებაა და არა მათი ლეიბლი ან ფასი. ამიტომ მცირე ფინანსებითაც შესაძლოა ქალმა შეიქმნას საკუთარი, უნიკალური და განუმეორებელი სტილი. საამისოდ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ ეს არის ის რომ კარგად უნდა შეისწავლოთ საკუთარი სხეული. მერე შეარჩიოთ ისეთი სამოსი, რომელიც პრობლემურ ადგილებს ოსტატურად შენიღბავს, ლამაზს კი ხაზს გაუსვამს და გამოაჩენს.იდეალური სხეული მხოლოდ ცნობილ მოდელებს აქვთ, ისიც ფოტოშოპის წყალობით. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ნაკლოვანებების. მთავარია დეტალები შეარჩიოთ სწორად. 3087 4-ს მოსწონს 1-ს არა
|