სალათები საახალწლო სალათი "ყურძნის მტევანი" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 21 დეკემბერი, 21:42
მოვამზადოთ საახალწლოდ პიკანტური და ულამაზესი ქათმის სალათი.ამისთვის დაგვჭირდება შემდეგი
ინგრედიენტები:
–400გრ.შებოლილი ქათმის ფილე –300გრ.მაგარი ყველი –300გრ შავი ყურძენი –3ც.მოხარშული კვერცხი –მაიონეზი –ოხრახუში მომზადების წესი: *ქათმის ფილე დავჭრათ კუბიკებად. *ყურძნის მარცვლები გავჭრათ შუაზე. *მოვხარშოთ კვერცხი.გავფცქვნათ და გავაცალკავოთ კვერცხის ცილა გულისგან და გავხეხოთ წვრილ სახეხზე ცალ-ცალკე. *ყველიც გავხეხოთ სახეხზე. მოვაწყოთ გაშლილ თეფშზე შემდეგი მიმდევრობით ჩვენი სალათი:ჯერ გახეხილი ცილა, შემდეგ დაჭრილი ქათმის ფილე, გახეხილი კვერცხის გულები, გახეხილი ყველი, თითოეულ ფენას გადავუსვათ მაიონეზი. სალათს თეფშზე მივცეთ ყურძნის მტევნის ფორმა და მთელ პერიმეტრზე მოვაწყოთ გაჭრილი ყურძნის მარცვლები.გააფორმეთ ოხრახუშის ფოთოლით, გააცივეთ მაცივარში და ისე მიიტანეთ სუფრასთან.შემდეგ კი... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა 168 4-ს მოსწონს
|