კერძები ხორცისაგან უგემრიელესი ბრაწულა–ღორის ხორცი პომიდორთან და ყველთან ერთად(მაშას რეცეპტებიდან) 2013, 20 დეკემბერი, 17:46 ახლოვდება ყველასთვის საყვარელი შობა-ახალი წელი.შობის დღესასწაულს, რომელსაც ქართველები ოდითგანვე ღორის დაკვლით ხვდებიან უხდება ღორის ხორცისგან გამზადებული მრავალი გემრიელი კერძი.გურმანებს მე შემოგთავაზებთ კიდევ ერთ გემრიელ ბრაწულას რეცეპტს, რომლის მთავარი ინგრედიენტი სწორედ ღორის
"корейка"არის.შევუდგეთ მის მომზადებას.ძალიან მარტივი მოსამზადებელია.ამისთვის ჯერ მოვიმზადოთ საჭირო
ინგრედიენტები:
*ღორის ხორცი–500გრ. *პომიდორი–2-3ცალი *ხახვი–1-2 თავი *ნიორი–2-3 კბილი *მაგარი ყველი–200-250გრ. *მაიონეზი–200-250გრ. *ოხრახუში–2-3ფოთოლი *ზეთი(ყალიბში წასასმელად) *მარილი და შავი წიწაკა–გემოვნებით. მომზადების წესი: ღორის ხორცი გავრეცხოთ, შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცით, დავჭრათ5-7მმ სისქის თხელ ნაჭრებად. პოლიეთილენის პარკში გახვეული დავბეგვოთ ფრთხილად თითოეული ნაჭერი ღორის ხორცი.მოვაყაროთ ცოტა მარილი და წიწაკა და მოვაწყოთ ცხიმწასმულ ყალიბში. ხახვი გავარჩიოთ და დავჭრათ მეოთხედ რგოლებად, ნიორიც გავფცქვნათ და დავჭრათ წვრი- ლად.პომიდორი გავრეცხოთ, მოვაჭრათ ბოლო და დავჭრათ 5-7მმ-ის რგოლებად.ოხრახუშიც დავჭრათ წვრილად. დაჭრილი ხახვი არეულად მოვაყა- როთ თითოეულ ხორცის ნაჭერზე. ხახვს ზემოდან დავადოთ 1-1, 5 ს.კ მაიონეზი და ავურიოთ კოვ- ზით ფრთხილად. %თუ მაიონეზი ძალიან სქელია, შევათხელოდ ანადუღარი წყლით. თითოეულ ხორცის ნაჭერზე მოვაწ- ყოთ 1-2 ნაჭერი პომიდორი, მოვაყა- როთ მარილ და წიწაკა.მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხ-რახუში. პომიდორს ზემოდან მოვაწუწოთ ისევ ცოტა მაიონეზი. ყველი გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე და სქლად მოვაყაროთ თითოეულ ნაჭერ დაბეგვილ ხორცს. წინასწარ გავახუროთ ღუმელი 180°C–დე და გამოვაცხოთ ჩვენი გემრიელი ბრაწულა 30-35წთ-ის განმავლობაში.როცა ყველა გადაიბრაწება უკვე მზადაა, გამოიტანეთ და 10 წუთის შემდეგ... მიირთვით გემრიელად! მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით! თქვენი მაშა 69 3-ს მოსწონს
|