კერძები ხორცისაგან უგემრიელესი ბრაწულა–ღორის ხორცი პომიდორთან და ყველთან ერთად(მაშას რეცეპტებიდან) 2013, 20 დეკემბერი, 17:46 ![]() *ღორის ხორცი–500გრ. *პომიდორი–2-3ცალი *ხახვი–1-2 თავი *ნიორი–2-3 კბილი *მაგარი ყველი–200-250გრ. *მაიონეზი–200-250გრ. *ოხრახუში–2-3ფოთოლი *ზეთი(ყალიბში წასასმელად) *მარილი და შავი წიწაკა–გემოვნებით. მომზადების წესი: ღორის ხორცი გავრეცხოთ, შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცით, დავჭრათ5-7მმ სისქის თხელ ნაჭრებად. პოლიეთილენის პარკში გახვეული დავბეგვოთ ფრთხილად თითოეული ნაჭერი ღორის ხორცი.მოვაყაროთ ცოტა მარილი და წიწაკა და მოვაწყოთ ცხიმწასმულ ყალიბში. ![]() ხახვი გავარჩიოთ და დავჭრათ მეოთხედ რგოლებად, ნიორიც გავფცქვნათ და დავჭრათ წვრი- ლად.პომიდორი გავრეცხოთ, მოვაჭრათ ბოლო და დავჭრათ 5-7მმ-ის რგოლებად.ოხრახუშიც დავჭრათ წვრილად. დაჭრილი ხახვი არეულად მოვაყა- როთ თითოეულ ხორცის ნაჭერზე. ![]() ხახვს ზემოდან დავადოთ 1-1, 5 ს.კ მაიონეზი და ავურიოთ კოვ- ზით ფრთხილად. %თუ მაიონეზი ძალიან სქელია, შევათხელოდ ანადუღარი წყლით. ![]() თითოეულ ხორცის ნაჭერზე მოვაწ- ყოთ 1-2 ნაჭერი პომიდორი, მოვაყა- როთ მარილ და წიწაკა.მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხ-რახუში. ![]() პომიდორს ზემოდან მოვაწუწოთ ისევ ცოტა მაიონეზი. ![]() ყველი გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე და სქლად მოვაყაროთ თითოეულ ნაჭერ დაბეგვილ ხორცს. ![]() წინასწარ გავახუროთ ღუმელი 180°C–დე და გამოვაცხოთ ჩვენი გემრიელი ბრაწულა 30-35წთ-ის განმავლობაში.როცა ყველა გადაიბრაწება უკვე მზადაა, გამოიტანეთ და 10 წუთის შემდეგ... ![]() მიირთვით გემრიელად! მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით! თქვენი მაშა 69 3-ს მოსწონს
|