საზოგადოება 2013 წლის ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავები 2013, 20 დეკემბერი, 15:21 წარმოგიდგენთ საინტერესო რეიტინგს 2013 წლის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებისა, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავება შეძლეს.
რობერტ დაუნი-უმცროსი-75 000 000 დოლარი.
მიუხედავად გვარისა, ეს ყმაწვილი სულელი ნამდვილად არაა. ის ფიქსირებულ ჰონორარს ამჯობინებს პროცენტულ შემოსავალს და ფაქტიც სახეზეა. ოპრა უინფრი-77 000 000 დოლარი. მას უკვე აღარ მიჰყავს ტოკ-შოუ. სამაგიეროდ ოპრას საკუთარი ტელექსელი და რადიოსადგური აქვს. ამას დამატებული, ხანდახან კინოშიც გაიბრწყინებს ხოლმე. მოკლედ, რომ იტყვიან, იღბალზეა დაბადებული. ტაიგერ ვუდსი-78 000 000 დოლარი. ტაიგერის გარშემო აგორებული სკანდალები ნელ-ნელა ჩაცხრა, თუმცა ამას გოლფის ლეგენდის შემოსავალზე ცუდად არ უმოქმედია. განსაკუთრებით იმატა რეკლამებით მიღებულმა შემოსავლებმა. ტაილერ პერი-78 000 000 დოლარი. ეს ადამიანი უნივერსალურ კომბაინს ჰგავს: მას აქვს საკუთარი კონოსტუდია, წერს სცენარებს ფილმებისათვის, არის პროდიუსერი, დგამს სცენარებს, მონაწილებს ფილმებში. ნუ, ერთი სიტყვით, რით აღარაა დაკავებული. ჯონ ბონ ჯოვი-79 000 000 დოლარი. აქ განსახილველიც არაფერია-სტადიონებზე გამართულ თითოეულ შოუს მომღერლისათვის 3 000 000 დოლარამდე მოაქვს, ასე რომ, საკვირველი არაფერია. ლედი გაგა-80 000 000 დოლარი. გასულ წლის განმავლობაში მომღერალს უამრავი გასტროლი ჰქონდა, შესაბამისად, მისი ყულაბაც სერიოზულად შეივსო. ჰოვარდ სტერნი-95 000 000 დოლარი. ლომის წვლილი ამ რადიოწამყვანისა და კომიკის შემოსავალში ეკუთვნის კონტრაქტს რადიოსადგურთან «Sirius/XM», თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ 15 000 000 მან მიიღო შოუს «America's Got Talent» ჟიურის წევრობით. ე.ლ. ჯეიმსი-95 000 000 დოლარი. ის ავტორია გასული წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნისა "ნაცრისფერის 50 ელფერი ". საიმონ კოუელი-95 000 000 დოლარი. საიმონს პროექტები «American Idol», «X Factor» და «...Got Talent»-იც ეყოფა, რომ თავისი შემოსავალი ყოველწლიურად რამოდენიმე მილიონით გაზარდოს. სტივენ სპილბერგი-100 000 000 დოლარი. ცნობილ რეჟისორს 2013 წელს არცერთი ფილმი არ გადაუღია, მაგრამ მისი შემოსავალი მაინც უზარმაზარია. მადონა–125 000 000 დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მადონა მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის მიღებული ჯილდოებით, მას MDNA Tour–მა 30 000 დოლარამდე მოუტანა. ამას დაემატა მერჩენდაიზინგით, პარფიუმერიის და ტანსაცმლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი. 108 11-ს მოსწონს
|