ქალი და მამაკაცი სიყვარულის სასაკლაო 2013, 18 დეკემბერი, 15:06
გიყვარს. გიყვარს სულის შეხუთვამდე, გულის გაჩერებამდე, კივილამდე.... ღამე გეღვიძება და გგონია, რომ მთელი სამყარო გებრძვის. ბოროტი ძალები გაშორებენ. მერე მოუთმენლობით და მონატრებით თუ ვნებით პირთამდე ავსებული,
გრძნობ მეტის ატაან შეუძლებელია. მის გარეშე მოკვდები, ეს ბედნისწერაა.
საკუთარ გულისცემას ენდობი და თეთრ კაბაში თუ თეთრი კაბის გარეშე ხდები მეუღლე... არის აღმაფრენის სანეტარო წუთები. გეცინება საკუთარ თავზე, როგორ ძლებდი მის გარეშე ამდენ ხანს. რა უინტერესო იყო ცხოვრება შენი საყვარელი მამაკაცი გვერდით რომ არ გყავდა. ყოველი დილა ბედნიერი იღვიძებ, თვალის გახელამდე ხელს აფათურებ საწოლშე, პოულობ და გეღიმება. დარწმუნებული ხარ, ის ერთადერთია მსოფლიოში და თავს გამარჯვებულად გრძნობ და შენია. არავის უყავრს შენსავით, არავინაა შენსავით ბედნიერი...
გადის დრო. არც ისე დიდი დროს, მაგრამ... ჯერ თავს იტყუებ რომ ყველაფერი გეჩვენება, მერე პრობლემას საკუთარ თავშე ეძებ, ის ხომ იდეალურია, მას შეცდომის დაშვება არ შეუძლია. მერე ღამღამობით ვანაში იკეტები და ჩუმად ტირი. არ გაიგოს, არაფერი იგრძნოს, ცოდოა, თავს დამნაშავედ ხომ არ აგრძნობინებ? გტკივა. ხანდახან გეჩვენება, რომ კვდები. თითქოს მხოლოდ კი არ გეჩვენება, ხედავ კიდევაც შენს გაციებულ გვამს. არავის უმხელ. გაივლის. ყველაფერი გამოსწორდება. შორიდან არც არაფერია გამოსასწორებელი. თქვენ იდეალური წყვილი ხართ. ისე ხშირად იღიმები ძალდატანებით, რომ ეს ღიმილი ტუჩის ფორმას უფრო ემსგავსება. საჭირო დროს ეძებ, რომ თქვა. არა, საყვედური კი არა, უბრალოდ სევდა გაუზიარო. უთხრა, რომ გაჩერება არ შეიძლება, სასწრაფოდ რამე უნდა იღონოთ, თორემ თავზე გემხობათ ეს ვითომ ბედნიერი ოჯახი. დიდიხანს ფიქრობ როდის თქვა, რა სიტყვები გამოყენო. იმდენად ბევრჯერ იმეორებ გულში სიტყვებს: რაღაც გვჭირს. თითქოს ყველაფერი შეიცვალა. არა, მჯერა რომ შენ ისევ ისე გიყვარვარ, მაგრამ უბრალოდ ამის გამოხატვას საჭიროდ აღარ თვლი. მე კი ქალი ვარ, რომელსაც მუდმივად უნდა უმეორე რომ გიყვარს. მე კარგი დიასახლისი ვერ ვარ, იქნებ არც კარგი ცოლი ვარ, ან იქნებ მე და შენ უბრალოდ სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს "კარგ ცოლობაზე"... მოკლეთ როგორც არის, იდეალური არ ვარ, მაგრამ უზომოდ შეყვარებული ვარ. მე კი ხანდახან, ალბათ ჩემი ეჭვიანებოს გამო, მეჩვენება, რომ ნელ-ნელა ვკვდები, იკარგება ჩეში ის, რაც გიყვარდა. თითქოს, ამას შენ უწყობ ხელს. შენ მე მცვლი..." იმდენად დიდხანს ამუშავებ ამ ტექსტის ვერსიებს, რომ მიხვდი თქმას არავითარი აზრი აღარ ჰქონდა. ან რა აზრი აქვს მოითხოვო, გაცემის სურვილი ხომ თავად უნდა გაუჩნდეს ადამიანს. გულის ძლიერი ტკივილიდან სიცარიელის შეგრძნება დაგრჩა. თითქოს არც არასდროს ყოფილა ვნების ქარიშლები, არც გაუსაძლისი მონატრება, არც წყენა, არც სიხარული... მოვალოება კარგად შეისწავლე. აკეთებდი ყველაფერს ისე, როგორც საჭირო იყო.როგორც ამას წესი მოითხოვდა. ხანდახან, ძალიან იშვიათად, გინდოდა საკუთარი თავის პოვნა, მაგრამ ის შენი სხეულიდან სადღაც შორს წასულიყო. მერე ისიც წავიდა. წასვლისა გითხრა, რომ შენ შეიცვალე. ყელში მოგადგა სიტყვები: შენ შემცვალე. მაგრამ ამის თქმაც დაგეზარა. სულერთიად ქცეული თვალებით შეხედე და შენს საქმეს მიუბრუნდი... არც იცი ეს შენი საქმეა თუ არა, ან რატომ ცხოვრობ სახლში, რომელიც სასაფლაოს უფრო დაემსგავსა. უბრალოდ ცხოვრობ და ელოდები... შენც წასასვლელი ხარ... 45 3-ს მოსწონს
|