x
image
მანჩო 777
არაჩვეულებრივი გამოფენა ცნობილი პოლიტიკოსების გამოსახულებებით
image
ამ ცოტა ხნის წინათ მოსკოვში გაიმართა პირველი პოლიტიკური გამოფენა სახელწოდებით: " არავითარი პოლიტიკა. მხოლოდ ხუმრობა". პროვოკაციული სურათების ავტორია ახალგაზრდა მხატვარი ქალი ალმა-ათიდან ვიქტორია ცარკოვა. მან პოლიტიკოსები სხვა რაკურსით დაინახა და შემოგვათავაზა მათი პორტრეტები უცნაურ, მაგრამ მათთვის შესაფერის სახეებში განხორცილებული.

ამ ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრებმა აზრთა სხადასხვაობა გამოიწვია კრიტიკოსებში და დამთვალიერებლებში, თუმცა გამოფენის აპოლიტიკურობამ საბოლოოდ გააქარწყლა მითი დიდი ადამიანების პიროვნების კულტის შესახებ.

image

სურათებს შორის შევხვდებით სტალინის პორტრეტს, განსახიერებულს ტერმინატორში, რუსეთის ახლანდელ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ფილმის "შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში" გმირების სახით, სილვიო ბერლუსკონის დედა ტერეზას იმიჯით და კიდევ სხვა პოლიტიკოსებს მათთვის უჩვეულო ამპლუაში.


image

საინტერესოა, რომ ახალგაზრდა მხატვარმა არცერთ სურათზე ხელმოწერა არ დასვა, ამით მან თითქოსდა მოიხსნა პასუხისმგებლობა პოლიტიკოსების წინაშე. თავისი შემოქმედების მიზნად ვიქტორიამ პოლიტიკური ამოცანები კი არ დაისახა, არამედ უბრალო ხალხის განწყობის ამაღლება.

image

მისი ნახატები მნახველს ღიმილს გვრის, ესე იგი, მხატვრის ამოცანა წარმატებითაა შესრულებული.

imageimageimage


1
51
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
51
  
2013, 17 დეკემბერი, 15:12
კარგია!:)
0 1 1